მთავარი მთავარი კახა კალაძე: ,,გარდაიცვალა ლეგენდარული სპორტსმენი საკუთარ სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული დავით ხახალეიშვილი”

კახა კალაძე: ,,გარდაიცვალა ლეგენდარული სპორტსმენი საკუთარ სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული დავით ხახალეიშვილი”

ავტორი კახა მიხანაშვილი

თბილისის მერი კახა კალაძე აწ გარდაცვლილ უდიდეს სპორტსმენ დავით ხახალეიშვილზე სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქზე” წერს.

კალაძე აცხადებს, რომ გარდაიცვალა ლეგენდარული სპორტსმენი, საკუთარ სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული, პატრიოტიზმისა და თავდადების მაგალითი, ადამიანი.

კახა კალაძე: ,,გარდაიცვალა ლეგენდარული სპორტსმენი, საკუთარ სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული, პატრიოტიზმისა და თავდადების მაგალითი, ოლიმპიური და მრავალგზის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი ძიუდოისტი დავით ხახალეიშვილი. 
ის იყო ადამიანი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე განსაკუთრებით მძიმე დროს, საქართველოს სახელი მთელ მსოფლიოს გააცნო.
ვუსამძიმრებ მის ახლობლებს, ძიუდოს სამყაროს და თითოეულ ქართველს უდიდესი ჩემპიონის გარდაცვალებას.” – წერს სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქზე” კახა კალაძე.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი