მთავარი საქართველოლეგიონერები გიორგი ქვილითაიამ გოლი გაიტანა – ,,ანორთოსისმა” დედაქალაქში გაილაღა

გიორგი ქვილითაიამ გოლი გაიტანა – ,,ანორთოსისმა” დედაქალაქში გაილაღა

ავტორი კახა მიხანაშვილი

კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-19 ტურის შეხვედრაში თემურ ქეცბაიას ,,ანორთოსისმა” გასვლაზე, ნიქოზიას ,,ოლიმპია” 3:0 გაანადგურა.

კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში გამართულ შეხვედრაში გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა.
ქართველმა ფორვარდმა 23-ე წუთზე ფამაგუსტელთა სასარგებლოდ დანიშნული პენალტი გამოიყენა.

ქვილითაიას კვიპროსის ჩემპიონატში 10 გოლი დაუგროვდა და ტურნირის ბომბარდირი გახლავთ.

41-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ ყვითელი ბარათი მიიღო.
76-ე წუთზე კი ქეცბაიამ ქართველი ფორვარდი დაასვენა.

ქვილითაიას გარდა ,,ანორთოსისის” შემადგენლობაში გიორგი ლორიამ და მურთაზ დაუშვილმა ითამაშეს.
ორივე ქართველმა მატჩი სრულად ჩაატარა.

,,ანორთოსისს” 36 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი