მთავარი საქართველოლეგიონერები გიორგი არაბიძე ,,როტორში” გადავიდა

22 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე კარიერას რუსეთის პრემიერლიგის კლუბ ვოლგოგრადის ,,როტორში” გააგრძელებს. ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,პირველი არხი” ავრცელებს.

ტრანსფერის კონკრეტული დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

გიორგი არაბიძე თბილისის ,,ლოკომოტივის” აღზრდილია. იგი ,,რკინიგზელთა” რიგებში 2013–2015 წლებში თამაშობდა.
2015 წელს დონეცკის ,,შახტარმა” წაიყვანა. უკრაინული გუნდის რიგებში 3-წლის განმავლობაში არაბიძეს სულ 3 მატჩი აქვს ჩატარებული.

2018 წლიდან გიორგი არაბიძე პორტუგალიური ,,ნასიონალის” საკუთრებაა. მან აღნიშნულ კლუბში ერთი წელი გაატარა და შემდეგ თურქულ ,,ადანასფორში” გაანათხოვრეს.

არაბიძეს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები. მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2017 წელს შედგა.
არაბიძე ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდში 4 თამაში აქვს ჩატარებული და 3 გოლი გატანილი.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი