მთავარი მთავარი ტატო გრიგალაშვილი დოჰას მასტერსზე ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს

ტატო გრიგალაშვილი დოჰას მასტერსზე ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს

ავტორი კახა მიხანაშვილი

ევროპის მოქმედი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი დოჰას მასტერსის ფინალში გავიდა.

ყატარის დედაქალაქში მიმდინარე ტურნირზე 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ჯუდოკამ 4 მეტოქის ძლევა მოახერხა.

გრიგალაშვილმა პირველი გამარჯვება უნგრელ ატილა უნგვართან იზეიმა.
ტატომ მოწინააღმდეგეს დამატებით დროში იპონით მოუგო.

გრიგალაშვილს მეორე მეტოქის იტალიელ ანტონიო ესპოზიტოს დასამარცხებლად სულ რაღაც 37 წამი დასჭირდა.

ქართველმა ჯუდოკამ 1/4 ფინალური დაპირისპირებაც უმაღლეს დონეზე ჩაატარა და გზიდან რუსი ალან ხუბეცოვი ვაზარის უპირატესობით ჩამოიცილა.

ტატო გრიგალაშვილი 1/2 ფინალშიც შესანიშნავად გამოიყურებოდა. მან სამხრეთ კორეელ სუნგჰო ლის ორი ვაზარი აუღო და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

გრიგალაშვილი ფინალში ნიდერლანდელ ჯუდოკას ფრენკ დე ვიტს დაუპირისპირდება.

დღეს, დოჰას ტატამზე კიდევ ორი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი და ლუკა მაისურაძე გამოვიდა.

73 კილოგრამში შავდათუაშვილმა პირველივე წრეში ებრაელ ტოჰარ ბუტბულთან ,,ოქროს დროში” ვაზარით წააგო.
81 კილოგრამში მაისურაძემ ეგვიპტის სახელით მოასპარეზე საიდ მოლაისთან ვერაფერი გააწყო და ბრძოლაც იპონით დათმო.

დოჰას მასტერსის ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი