მთავარი მთავარი ტატო გრიგალაშვილი დოჰას მასტერსზე ჩემპიონი გახდა

ტატო გრიგალაშვილი დოჰას მასტერსზე ჩემპიონი გახდა

ავტორი კახა მიხანაშვილი

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ჯუდოკამ ტატო გრიგალაშვილმა დოჰას მასტერზე ჩემპიონისთვის განკუთნილი ოქრო მედალი მოიპოვა.

მე-2 საშეჯიბროს დღის ბოლოს გრიგალაშვილი პატივსაცემად, დარბაზში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა.

ტატო გრიგალაშვილმა ფინალურ ორთაბრძოლაში ნიდერლანდთა სამეფოს წარმომადგენელ ფრენკ დე ვიტოს სძლია.

დე ვიტოს გრიგალაშვილმა ჯერ ვაზარი აუღო, რომელიც მსაჯებმა გაუუქმეს.

ქართველმა ბენელუქსელი ჯუდოკა ტატამიზე ბეჭებით მეორეჯერად გააკრა. მსაჯებმა ვაზარი დააფიქსირეს, თუმცა იმავე ეპიზოდში ჩვენებურმა მოწინააღმდეგე მტკივნეულ ილეთზე დაიჭირა და ორთაბრძოლაც თავის სასარგებლოდ დაასრულა.

ტატო გრიგალაშვილმა ფინალამდე 4 ჯუდოკა დაამარცხა.
ქართველმა საჩემპიონო გზიდან უნგრელი ატილა უნგვარი, იტალიელი ანტონიო ესპოზიტო, რუსი ალან ხუბეცოვი და სამხრეთ კორეელი სუნგჰო ლი ჩამოიცილა.

ორი დღის შემდეგ დოჰას მასტერსზე საქართველოს ყულაბაში 2 მედალი გახლავთ.
ტატო გრიგალაშვილის ოქრომდე, ბრინჯაოს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა დაისაკუთრა.

ხვალ, დოჰას მასტერსის ბოლო დღეს, საქართველოს სახელით 6 ჯუდოკა იასპარეზებს.

მედლებისთვის ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური, ვარლამ ლიპარტელიანი, გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი და გელა ზაალიშვილი იბრძოლებენ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი