ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპი წარმატებით ტად მაკფადენის ,,სან პაბლო ბურგოსმა” დასძლია.
ესპანურმა კლუბმა შინ, ბელგიური ,,ოოსტენდე” 15-ქულიანი სხვაობით 88-73 გაანადგურა.
ტად მაკფადენმა 20:14 წუთში 8 ქულა და 1 პასი მიითვალა.
,,სან პაბლო ბურგოსიდან” ყველაზე მეტი 16 ქულა სერბმა დეიან კრავიჩმა დააგროვა.
15 ქულას თავი ბრაზილიელმა ვიტორ ბენიტემ მოუყარა.
ტად მაკფადენის გუნდს ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფში 4 მოგების წილ, ერთი მარცხი გააჩნია და 9 ქულით ფლეი-ოფის საგზური უკვე განაღდებული აქვს.