რამდენიმე წუთის წინ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს ,,რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში 2021 წლის სუმოს პირველ სუპერტურნირ ჰაცუ ბაშოზე გამარჯვება ქართველმა რიკიშიმ ტოჩინოშინმა მოიპოვა.
ლევან გორგაძემ ექს-კომუსუბი ენდო დაამარცხა.
ჩვენებურმა ამომავალი მზის ქვეყნის შვილი დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა.
ამ გამარჯვების შემდეგ მე-4 მაეგაშირას რანგში მყოფი ტოჩინოშინის ბალანსი გათანაბრდა.
ლევანს მოგება-წაგების ბალანსი 2-2 აქვს.
ხვალ, ჰაცუ ბაშოზე გორგოძე რიგით მე-5 ბრძოლას ჩაატარებს. მისი მოწინააღმდეგე კადობანში ჩამდგარი ოძეკი ასანოიამა იქნება.