სუმოს სამშობლოს დედაქალაქ ტოკიოში 2021 წლის პირველ სუპერტურნირ ჰაცუ ბაშოზე მე-4 დღის ორთაბრძოლები შედგა.
იოკოძუნას კანდიდატი ოძეკი ტაკაკეიშო ამ ბაშოს შემდეგ სუმოს უმაღლეს წოდებას ვერ მიიღებს. მან დღეს რიგით მე-4 დაპირისპირება დათმო და ტურნირზე მოგების გარეშე გახლავთ.
ტაკაკეიშომ მე-2 მაეგაშირა ტაკარაფუჯისთან უვატენაგეთი წააგო.
წარმატებას მიაღწიეს ოძეკებმა შოდაიმ და ასანოიამამ.
ასანოიამამ მე-3 მაეგაშირა ონოშო დოჰიოდან იორიკირით გადადგა და მას პირველი მარცხი აგემა.
შოდაიმ კი მე-3 მაეგაშირა კოტოშოჰოს ოშიდაშით სძლია.
კომუსუბი ტაკაიასუმ სეკივაკე ტერუნოფუჯი დაამარცხა.
ექს-ოძეკიმ ჰატაკიკომით გაიმარჯვა.
ხვალ, ჰაცუ ბაშოზე პირველ გამარჯვების მოპოვებას ოძეკი ტაკაკეიშო მე-3 მაეგაშირა კოტოშოჰოსთან შეეცდება.
ოძეკი ასანოიამა ქართველ ტოჩინოშინს შეერკინება.
ოძეკი შოდაი კი ურთიერთობას მე-2 მაეგაშირა ტაკარაფუჯისთან გაარკვევს.