მთავარი მთავარი არის კაჩი-კოში! ტოჩინოშინმა კიუშუ ბაშოზე დადებითი ბალანსი გაიფორმა

არის კაჩი-კოში! ტოჩინოშინმა კიუშუ ბაშოზე დადებითი ბალანსი გაიფორმა

ავტორი კახა მიხანაშვილი
335 ნახვა

ამომავალი მზის ქვეყნის, იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში კიუშუ ბაშო დასასრულს მიუახლოვდა.

ხვალ, ნოემბრის ბაშოზე ბოლო დღის ბრძოლები შედგება.

დღეს, კი სასიამოვნო ამბავი მოხდა. ქართველმა ოძეკმა ლევან გორგაძემ ბაშოზე კაჩი-კოში ანუ დადებითი ბალანსი გაიფორმა.

ტოჩინოშინმა იაპონელი სეკივაკე მიტაკეუმი დაამარცხა და ტურნირზე მე-8 გამარჯვება მოიპოვა.   ქართველმა ბრძოლის დაწყებისას მეტოქეს  ცუპარები უთავაზა. შემდეგ კი თავისი საყვარელი ჰიდარი-უვატე აიღო და აზიელი მოწინააღმდეგე დოჰიოს მიღმა გაიყვანა.

ლევან გორგაძე   კიუშუ  ბაშოს დასკვნით დღეს დასავლეთის მე-7 მაეგაშირა შოჰოზანს შეხვდება.   ამ ბრძოლას დიდი მნიშვნელობა არცერთი რიკიშისთვის აღარ აქვს.  რამეთუ ტოჩინოიშინის მსგავსად  იაპონელმაც კაჩი-კოში გაინაღდა.

დღეს, ბაშოს ლიდერებს შორის დიდი დაპირისპირება გაიმართა.  ერთმანეთის პირისპირ ოძეკი ტაკაიასუ და კომოსუბი ტაკაკეიშო წარდგნენ.

დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება ჰიკიოტოშის ილეთით ტაკაიასუმ მოიპოვა.

იუშოსთვის დაპირისპირება ძალიან გამძაფრდა.   ამ დროისთვის ტაკაიასუს და ტაკაკეიშოს კიუშუ ბაშოზე 12-12 მოგება აქვთ.  თუ ბაშოს ბოლო დღეს ორივე რიკიშმა მოიგო ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი ბრძოლა შედგება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი