მთავარი მთავარი VIDEO: ტოჩინოშინს კიუშუ ბაშოს ბოლო შეხვედრა წააგებინეს – ტაკაკეიშომ იმპერატორის თასი მოიპოვა

VIDEO: ტოჩინოშინს კიუშუ ბაშოს ბოლო შეხვედრა წააგებინეს – ტაკაკეიშომ იმპერატორის თასი მოიპოვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
1048 ნახვა

იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში სუმოს წლის დასკვნითი სუპერტურნირი დასრულდა.  სენშურაკუზე იაპონელმა კომოსუბი ტაკაკეიშომ გაიმარჯვა და კარიერაში პირველად იმპერატორის თასს დაეუფლა.

ქართველმა ოძეკმა ლევან გორგაძემ ბაშოს ბოლო შეხვედრა წააგო.  თუმცა ამ ყველაფერში დოჰიოს გიოჯის (მსაჯის) დამსახურება უფრო დიდია, ვიდრე მისი მეტოქის იაპონელი დასავლეთის მე-7 მაეგაშირა შოჰოზანის.

ტოჩინოშინისა და აზიელი რიკიშის პირველი ბრძოლაში ქართველმა დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინა და იმის, მიუხედავად რომ ორჯერ დოჰიოდან გაყვანის კანდიდატი იყო, შოჰოზანის დოჰიოდან გადაგდება მაინც მოახერხა.  გიოჯიმ კი ქართველს მოგება არ ჩაუთვალა და მატე ბრძოლის დასრულების შემდეგ გამოაცხადა.

ქართველსა და იაპონელს შორის მეორე ბრძოლა დაინიშნა.  ამ ბრძოლის ბედიც გიოჯოს ხუშტურებმა გადაწყიტა.   ლევან გორგაძემ შოჰოზანი დოჰიოს მიღმა გაიყვანა.  მსაჯს კი მაშინ გაახსენდა, რომ თურმე ბრძოლის შუაში ტოჩინოშინს ფეხი დოჰიო ხაზიდან გადაუდგავს.

შოჰოზანი იმ ქალაქიდან ბრძანდება, სადაც აღნიშნული ბაშო იმართებოდა.

ასე თუ ისეა ლევან გორგაძემ მსაჯების გამო კიუში ბაშოს ბოლო შეხვედრა დათმო და ბაშო მინიმალური კაჩი-კოშით  8-7 დაასრულა.

კიუშუ ბაშოს იუშო და იმპერატორის თასი კი იაპონელმა კომოსუბი ტაკაკეიშომ მოიპოვა.  მან ბაშოს ბოლო ბრძოლაში აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა იაპონელ ნიშიკიგის სძლია.  ბაშოზე 13 მოგება მოაგროვა და უშუალო კონკურენტის ოძეკი ტაკაიასუს გამოსვლას  დაელოდა.

ტაკაიასუმ კი სეკივაკე მიტაკეუმისთან უვატენაგეს ილეთით წააგო და იუშოს ვერ შეწვდა.

მაშ ასე კიუშუ ბაშოს ტრიუმფატორი 22 წლის იაპონელი კომოსუბი ტაკაკეიშო გახდა.  იგი მომავალ ბაშოზე სავარაუდოდ უფრო მაღალი სეკივალეს წოდებით წარსდგება.

თქვენ კი ვიდეოში იხილეთ ლევან გორგაძის დრევანდელი ბრძოლა.

ვიდეო: adjarasport.com

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი