მთავარი მსოფლიოესპანეთი ბექა ბურჯანაძის 10 ქულა და ორმაგი დუბლი და გიორგი შერმადინის 12 ქულა ესპანეთის ჩემპიონატში

ბექა ბურჯანაძის 10 ქულა და ორმაგი დუბლი და გიორგი შერმადინის 12 ქულა ესპანეთის ჩემპიონატში

ავტორი კახა მიხანაშვილი
30 ნახვა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-10 ტურში თამაშების ქართველების გუნდებმა ჩაატარეს.

მალაგაში გიორგი შერმადინის “უნიკახამ”  “მურსიას” 89-82 სძლია.  ქართველი კალათბურთელი თამაშში სათადარიგი სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 18:06 გაატარა.  ამ დროის განმავლობაში ქართველმა ცენტრმა 12 ქულა, 7 მოხსნა,  1პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა.

შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 19 შეადგინა, რაც ორივე გუნდიდან საუკეთესო შედეგი იყო.  ქულებში კი თანაგუნდელებიდან კანადელ კაილ უილჯერს და ფინელ სასუ სალინს ჩამორჩა.   უილჯერმა 13 ქულა, ხოლო სკანდინავიელმა კალათბურთელმა 18 ქულა ჩააგდეს.

“მუსრიადან” კი ჩარლონ კლოოფი გამოირჩა.  ჰოლანდიელმა 17 ქულა ჩააგდო.

ბექა ბურჯანაძის “გიპუსკოა ბასკეტი” გასვლაზე “ვალენსიასთან”  14-ქულიანი სხვაობით  62-77 დამარცხდა.

ბურჯანაძემ მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა.

ქართველმა კალათბურთელმა შეხვედრა სასტარტო  შემადგენლობაში დაიწყო.  სულ კი პარკეტზე  27:50 წუთი დაჰყო.  მან გუნდს 10 ქულა და 11 მოხსნა შესძინა.

ბექა ბურჯანაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 8 დაფიქსირდა.   იგი თავის გუნდში მხოლოდ ალექს კორბაჩოს ჩამორჩა.

კორბაჩომ დანიელ პერესთან ერთად 11-11 ქულა მოაგროვა.

“ვალენსიადან” კი საუკეთესო საქართველოს მოქალაქე წარმოშობით ამერიკელი ვილ ტომასი იყო.  მან 17 ქულა მოიპოვა.  ტომასი 2011-12 წლებში ქართულ გუნდ “არმიაში” თამაშობდა და საქართველოს მოქალაქეობაც მაშინ მიიღო.

ესპანეთის სატურნირო ცხრილში “უნიკახა” 8 მოგებითა და 2 მარცხით მე-3 პოზიციაზე იმყოფება.  “გიპუსკოა ბასკეტი” კი 2 მოგებითა და 8 მარცხით 18-გნდიანი ჩემოიონატის ბოლო ადგილზეა.

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი