მთავარი მთავარი საქართველოს თასი ქუთაისის “ტორპედომ” პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ აღმართა

საქართველოს თასი ქუთაისის “ტორპედომ” პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ აღმართა

ავტორი კახა მიხანაშვილი
105 ნახვა

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური შეხვედრა აჭარაში, კერძოდ ბათუმში “ანგისას” სტადიონზე  გაიმართა.

ფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთის პირისპირ ქუთაისის “ტორპედო” და “გაგრა” წარსდგნენ.

მატჩი ძალიან დაძაბული და დრამატული აღმოჩნდა.  თასის მფლობელის ვინაობა პენალტების სერიამ გამოავლინა.

შეხვედრის პირველი ტაიმი “გაგრამ” 1-0 მოიგო.   პირველ ნახევარში ერთადერთი გოლი 36-ე წუთზე რატი ცაწრიალაშვილის პასით ნიკა სპანდერაშვილმა გაიტანა.

49-ე წუთზე “გაგრა” წინ ორბურთიანი უპირატესობით გავიდა.  კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი შემდეგ თავური დარტყმით გოლი ივანე ხაბელაშვილმა გაიტანა 2-0.

ქუთაისელებმა ბოლომდე იბრძოლეს და მატჩის დამატებით დროში გადაყვანა მოახერხეს.

75-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე იმერული გუნდის სლოვაკმა ფორვარდმა მილოშ ლასნიმ შეამცირა 2-1.

მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში კი აფხაზური კლუბის კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა.  გრიგოლ დოლიძის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ხელზე “გაგრას” ფეხბურთელ გიორგი  გაფრინდაშვილს მოხვდა.

პენალტი მილოშ ლასნიმ ზუსტად დაარტყა და შეხვედრაში დუბლი შეასრულა.   საქართველოს თასის ფინალურ  ორთაბრძოლაში კი საჭირო დამატებითი დრო გახდა.

ოვერტაიმში ერთადერთი საინტერესო ის იყო, რომ  მოედნიდან “ტორპედოს” ფეხბურთელი დავით ხურცილავა გააძევეს. ეს ყველაფერ 116-ე წუთზე მოხდა.

პენალტების სერია  კი უკეთესად ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელებმა შეასრულეს.  იმერლებმა 4-დან ოთხივე 11-მეტრიანი გაიტანეს.

“გაგრას” ფეხბურთელებმა კი ორი პენალტი გააფუჭეს.   ჯაბა კასრელიშვილის დარტყმული მიზანს აცდა.   ერეკლე სულთანიშვილს კი როინ კვასხვაძემ აუღო.

“გაგრა”  2:2 “ტორპედო”   (პენალტების სერიაში 3:4)
გოლები: 37′ სპანდერაშვილი (0-1), 49′ ხაბელაშვილი (0-2), 76′ 90+1′  ლაჩნი (1-2, 1-3)

გაძევება: 116′  ხურცილავა – “ტორპედო”

პენალტების სერია: მამუკა კობახიძე (0:1), რატი კაკიაშვილი (1:1), თენგიზ წიქარიძე (1:2),  ჯაბა კასრელიშვილი (1-2 ააცილა), ლევან გეგეჭკორი (1:3),   თორნიკე გაფრინდაშვილი (2:3),  მილოშ ლაჩნი (2:4),  ერეკლე სულთანიშვილი (3:4 მეკარე)

გაგრა: შევჩუკი, ხოსიტაშვილი, ხაბელაშვილი (87. ლომსაძე), სამხარაძე (119. ივანიაძე), გ. გაფრინდაშვილი, სულთანიშვილი, კილაძე, თ. გაფრინდაშვილი, ცაცკრიალაშვილი (81. კასრელიშვილი), კაკიაშვილი, სპანდერაშვილი (65. მათიაშვილი)
მთავარი მწვრთნელი: დენის ხომუტოვი

ტორპედო: კვასხვაძე, გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, ხურცილავა, ცინცაძე (92. კუხიანიძე), გიგაური (70. წიქარიძე), დოლიძე, ქიმაძე (54. ლანჩი), კუტალია, კაპანაძე (46. დაფე)
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

მთავარი არბიტრი: გ. ვადაჭკორია

საქართველოს თასი ქუთაისის “ტორპედომ” მეოთხედ მოიპოვა.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი