მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები მილტონ ჰეიგი: ,,წინ ბევრი მისია გვაქვს და ვეცდებით, რომ ეს მისიები შევასრულოთ”

მილტონ ჰეიგი: ,,წინ ბევრი მისია გვაქვს და ვეცდებით, რომ ეს მისიები შევასრულოთ”

ავტორი კახა მიხანაშვილი
59 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტონგასთან გამარჯვების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნოემბრის ტესტები დადებითად შეაფასა.

“ბორჯღალოსანთა”  თავკაცი ეროვნული ნაკრების გამოსვლას 10-ბალიანი სისტემით 8 ქულით აფასებს.

ჰეიგი აღნიშნავს, რომ იტალიასთან შეხვედრამდე სხვა მატჩი რომ გვქონოდა, ჩვენი გუნდი იქაც უკეთეს შედეგს დავაფიქსირებდა.

მილტონ ჰეიგმა: „თიბისი რაგბის სერიების სამი ტესტ-მატჩიდან ორი მოვიგეთ. იტალიასთან შეხვედრამდე სხვა მატჩი რომ გვქონოდა, იქაც უკეთეს შედეგს დავაფიქსირებდით ალბათ. ათბალიანი სისტემით თუ შევაფასებთ, ამ ტესტებს რვა ქულას დავუწერდი. ჩვენი გუნდის საშუალო ასაკი 23 წელია და ამ ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა ნაკრებმა საოცრად ითამაშა. აღმოვაჩინეთ სამი კარგი მორაგბე: გურამ გოგიჩაშვილი, ბექა გიგაშვილი და თედო აბჟანდაძე, რაც დიდი წარმატებაა. ძალიან ბევრი მოთამაშე და სათამაშო ტაქტიკა გავსინჯეთ. კაპიტნის დაბრუნებით ბედნიერი ვარ. წინ ბევრი მისია გვაქვს და ვეცდებით, რომ ეს მისიები შევასრულოთ.

რაგბი ევროპაზე ვეცდებით იმ სტილით ვითამაშებთ, რასაც მსოფლიოზე ვაპირებთ. ზურა ძნელაძე ფანტასტიკური მოთამაშეა, რომელსაც ნებისმიერი დავალების შესრულება შეუძლია. ერთ-ერთი მორაგბეა, რომელსაც შეიძლება ვენდოთ”. – განაცხადა “ბორჯღალოსანთა” მთავარმა მწვრთნელმა  პრესკონფერენციაზე.

საქართველოს ნაკრებმა ნოემბერში 3 ტესტ-მატჩი ჩაატარა.

იტალიასთან მარცხის შემდეგ “ბორჯღალოსნებმა” შინ, ერთმანეთის მიყოლებით სამოა და ტონგა დაამარცხეს.

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი