მთავარი მთავარი ტოჩინოშინი 2018 წლის საუკეთესო რიკიში გახდა

ტოჩინოშინი 2018 წლის საუკეთესო რიკიში გახდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
284 ნახვა
ქართველმა ოძეკმა ლევან გორგოძემ მიმდინარე წელი ბრწყინვალედ ჩაატარა.  2018  წლის განმავლობაში მოპოვებული  ყველაზე მეტი გამარჯვების გამო იგი სუმოს ასოციაციამ სპეციალური თასით  დააჯილდოვა.

წელს ტრადიციულად  სულ ექვსი ბაშო ჩატარდა.

წლის პირველ ჰაცუ ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა ოუშო მოიპოვა და იმპერატორის თასს დაეუფლა.

სულ კი 2018 წელს ლევან გორგაძემ ჯამში 81 ბრძოლა გამართა და აქედან 59 თავის სასარგებლოდ დაასრულა.

ამ მაჩვენებლით ტოჩინიშინი წლის საუკეთესო რიკიში გახდა. მან უკან ისეთი სეკიტორები ჩამოიცილა, როგორიც ლეგენდარული მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო და მისი თანამემამულე იოკოძუნა კაკურიუ არიან.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი