საკალათბურთო ევროლიგის მე-10 ტურის შეხვედრაში თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის “ბასკონიამ” გასვლაზე თურქეთში “ეფესთან” 85-96 წააგო.
თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და ჯამში 19:00 წუთი ითმაშა. ამჯერად ქართველმა კალათბურთელმა მოკრძალებულად მხოლოდ 6 ქულა მოიპოვა.
სამაგიეროდ საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. მან 32:11 წუთში 20 ქულა მოაგროვა. ჯენინგის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 18 შეადგინა, რაც ორივე გუნდიდან საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ.
წლევანდელ ევროლიგაზე ეს ჯენინგის საუკეთესო მატჩი იყო.
“ბასკონიადან” მატჩში 15-15 ქულა ამერიკელმა დარუნ ჰილარდმა და გერმანელმა იოჰანეს ვოიგტმანმა დააგროვეს.
გამარჯვებული გუნდიდან სერბი ვასილიე მიჩიჩი გამოირჩა. მან 16 ქულა ჩააგდო.
ამ მარცხის შემდეგ ვიტორიულ კლუბს 3 მოგება და 7 წაგება აქვს. ევროლიგის სატურნირო ცხრილში კი მე-12 ადგილს იკავებს.
თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის გუნდი მორიგ მატჩს ევროლიგის ერთ-ერთ ლიდერ მ,ოსკოვის “ცსკასთან” 7 დეკემბერს ჩაატარებს.