მთავარი მსოფლიოგერმანია მიუნხენის “ბაიერნმა” ბუნდესლიგაში წარუმატებელი სერია შეწყვიტა

მიუნხენის “ბაიერნმა” ბუნდესლიგაში წარუმატებელი სერია შეწყვიტა

ავტორი კახა მიხანაშვილი
30 ნახვა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-13 ტურის შეხვედრაში მიუნხენის “ბაიერნმა” სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

ბავარიელებმა გასვლის მატჩში ბრემენის “ვერდერი” 2:1 დაამარცხეს.

პირველ ტაიმში გუნდებმა თითო-თითო გოლი გაცვალეს.

მე-20 წუთზე ანგარიში “ბაიერნის” ნახევარმცველმა სერჟ გნაბრიმ გახსნა. მან ბრემენელთა მეკარის ჩეხი ჟირი პავლენკას შეცდომით ისარგებლა.

33-ე წუთზე “ბრემენელმა მუსიკოსებმა” წონასწორობა აღადგინეს.  მაქს კრუზეს ჩაწოდების შემდეგ იაპონელმა  იუია ოსაკომ თავური დარტყმით მეტოქის კარი აიღო.

50-ე წუთზე სერჟ გნაბრიმ დუბლი შეასრულა.  მან თომას მიულერის პასით იხეირა.

მატჩის მიწურულს მოედნიდან “ვერდერს”  ფინელი ლეგიონერი ნიკოლას მოისანდერი გაუძევეს.

საბოლოოდ “ბაიერნმა” 2:1 მოიგო და ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე აღზევდა.

ბუნდესლიგას კი სათავაეში დორტმუნდის “ბორუსია” უდგას.   დორტნუნდელებმა მე-13 ტურის შეხვედრაში “ფრაიბურგი” დამაჯერებლად 2-0 დაამარცხეს.

“დორტმუნდს” 33 ქულა მოუგროვდა და “ბაიერნს” ისევ 9 ქულით, ხოლო მე-2 ადგილზე მყოფ “მიუხენგლადბახს” 7 ქულით უსწრებს.  თუმცა “გლადბახი” ტურის შეხვედრას ხვალ, ჩაატარებს.

“დორტმუნდი” 2:0 “ფრაბურგი” 
40′ როისი პენ. (1-0), 90+1′ პაკო ალკასერი (2-0)

“ვერდერი” 1:2 “ბაიერნი”
20′ გნაბრი (0-1), 33′ ოსაკო (1-1), 50′ გნაბრი (1-2)

“ჰანოვერი” 0:2 “ჰერტა”
44′ ტორუნარიგა (0-1), 73′ იბიშევიჩი (0-2)

“შტუტგარტი” 1:0 “აუგსბურგი”
39′ დონისი

“დიუსელდორფი” 0:1 “მაინცი”
67′ მატეტა

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი