მთავარი მსოფლიოინგლისი “მანჩესტერ სიტის” წაუგებელი სერია გრძელდება

“მანჩესტერ სიტის” წაუგებელი სერია გრძელდება

ავტორი კახა მიხანაშვილი
25 ნახვა

ინგლისის პრემიერლიგის მე-14 ტურის შეხვედრაში მანჩესტერში “ეტიჰად სტედიუმზე” “სიტიმ” “ბორნმუთი” 3:1 დაამარცხა.

“ქალაქელებმა” ანგარიში მე-16 წუთზე გახსნეს.   გოლი პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ბერნანდო სილვამ გაიტანა.

44-ე წუთზე “ბორნმუთის” ფეხბურთელებმა “სიტის” კარის დალაშქვრა მოახერხეს.  სიმონ ფრანცისის ჩაწოდებული ბურთი თავური დარტყმით ედერსონის კარში კალუმ უილსონმა გადაგზავნა 1-1.

მეორე ტაიმში კი ფეხბურთს მხოლოდ ერთი გუნდი “მანჩესტერ სიტი” თამაშობდა.  მანჩესტერელებმა მეტოქეს 2 გოლი უსახსოვრეს.

57-ე წუთზე რაჰემ სტერლინგმა “სიტი” წინ გაიყვანა 2-1.

79-ე წუთზე კი გერმანული კომბინაცია გატამაშდა.  ლეროი სანეს პასი იკაი გუნდოგანმა შეირგო.

საბოლოოდ “მანჩესტერ სიტიმ” 3:1 მოიგო და პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 38 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.

“ქალაქელებს” 5 ქულით “ლივერპული” ჩამორჩება.   მერსესაიდელები თავის მატჩს ხვალ ჩაატარებენ და თანაქალაქელ “ევერტონს” დაუპირისპირდებიან.

“მანჩესტერ სიტი” 3:1 “ბორმუთი”
16′ ბერნანდო სილვა (1-0), 44′ უილსონი (1-1), 57′ სტერლინგი (2-1), 79′ გუნდოგანი (3-1)

“კარდიფი” 2:1 “ვულვერჰემპტონი”
18′ დოჰერტი (0-1), 65′ გუნარსონი (1-1), 77′ ჰოილეტი (2-1)

“კრისტალ პალასი” 2:0 “ბარნლი”
16′ მაკარტური (1-0), 77′ ტოუნსენდი (2-0)

“ჰადერსფილდი” 1:2 “ბრაიტონი” 
1′ იორგენსენი (1-0), 45+4′ დაფი (1-1), 69′ ანდონე (1-2)
გაძევება: 32′ მოუნე – “ჰადერსფილდი”

ლესტერი” 2:0 “უოტფორდი”
12′ ვარდი პენ. (1-0), 23′ მედისონი (2-0)

“ნიუკასლი” 0:3 “ვესტ ჰემი”
11′ 63 ‘ ჩიჩარიტო (0-1, 0-2), 90+3’ ანდერსონი (0-3)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი