მთავარი მსოფლიოიტალია “იუვენტუსის” 14-მატჩიანი წაუგებელი სერია წლევანდელ სერია ა-ში- “ბებერმა ქალბატონმა” “ფიორენტინა” გაანადგურა

“იუვენტუსის” 14-მატჩიანი წაუგებელი სერია წლევანდელ სერია ა-ში- “ბებერმა ქალბატონმა” “ფიორენტინა” გაანადგურა

ავტორი კახა მიხანაშვილი
71 ნახვა

იტალიის სერია ა-ს ცენტრალურ შეხვედრაში ფლორენციაში “არტემიო ფრანკის” სტადიონზე “იუვენტუსმა” მორიგი შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა.  “ბებერმა ქალბატონმა” ამჯერად “ფიორენტინა” 3-0 გაანადგურა.

პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი 31-ე წუთზე გავიდა.  სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელების არგენტინელი პაოლო დიბალას და ურუგვაელი როდრიგო ბენტანკურის გათამაშებული კომბინაცია ამ უკანასკნელმა დააგვირგვინა.

69-ე წუთზე ფლორენციელი მცველების შეცდომით თავდამსხმელ;ების დასახმარებლად ჩასულმა “იუვენტუსის” მცველმა ჯორჯო კიელინიმ ისარგებლა 0-2.

79-ე წუთზე “ფიორენტინას” კარის  მიმართულებით პენალტი დაინიშნა.   მარიო მანჯუკიჩის ჩაწოდების შემდეგ ბურთი მასპინძელთა გუნდის ერთ-ერთ მცველს ხელზე მოხვდა.

11-მეტრიანი ზუსტად პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრისტიანუ რონალდუმ შეასრულა.

საბოლოოდ მატჩი “იუვენტუსმა” 3-0 მოიგო და სერია ა-ს ერთპიროვნულად დიდი უპირატესობით ლიდერობს.  თავად განსაჯეთ ამ დროისთვის “ბებერ ქალბატონს” 40 ქულა აქვს. მის უშუალო კონკურენტ “ნაპოლის” კი მხოლოდ 29 ქულა გააჩნია.

“ნაპოლი” სერია ა-ს მე-14 ტურის შეხვედრას დღეს, ჩაატარებს.

“ფიორენტინა” 0:3 “იუვენტუსი”
31′ ბენტანკური (0-1), 69′ კიელინი (0-2), 79′ რონალდუ პენ. (0-3)

“სპალი” 2:2 “ემპოლი”
5′ კურტიჩი (1-0), 24′ კაპუტო (1-1), 43′ კრუნიჩი (1-2), 66′ კურტიჩი (2-2)
გაძევება: 49′ სიონეკი – “სპალი”
ქართველმა ფეხბურთელმა ლევან მჭედლიძემ მატჩის ბოლო 17 წუთი ითამაშა.

“სამპდორია” 4:1 “ბოლონია”
10′ პრაეტი (1-0), 17′ პოლი (1-1), 25′ კვალიარელა (2-1), 41′ რამირესი (3-1),68′ კვალიარელა (4-1)

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი