მთავარი სხვა_კრივი ბომბდამშენმა ამჯერად მიზანს ააცდინა, ვერც მეფემ დაიბრუნა დაკარგული ტახტი

ბომბდამშენმა ამჯერად მიზანს ააცდინა, ვერც მეფემ დაიბრუნა დაკარგული ტახტი

138 ნახვა

“მაგარი დაბრუნება იყო არა? თითქმის სამი წელი რინგს გარეთ, ნარკოტიკები, სასმელი, მენტალური პრობლემები… მაგრამ მე დაბრუნდი, დაბრუნდი იქ სადაც ჩემი ადგილია. ბოშების მეფე დაბრუნდა! მივმართავ ყველას ვისაც მსგავსი პრობლემები აქვს – მე ეს თქვენთვის გავაკეთე!” – ტაისონ ფიური.

“რამდენიმე კითხვა მაქვს ჩემ თავთან, დანარჩენზე არაფერზე ვნერვიულობ. რემატჩს აუცილებლად მოვიგებ” – დეონტეი უაილდერი.

ლოს-ანჯელესური სტეიფლს ცენტრში გამართულ 12 რაუნდიან საჩემპიონო გარჩევაში ბოშების მეფეთ წოდებული დიდმა ბრიტანელმა ტაისონ ფიურიმ და ამირიკელმა დეონტეი უაილდერმა, იგივე ბრინჯაოს მბომბავმა უძლიერესი ვერ გამოავლინეს. მსაჯმა რობერტ ტაპერმა ქულები ფიურის სასარგებლოდ დათვალა – 114:110, ალეხანდრო როკინიმ უპირატესობა უაილდერს მიანიჭა – 115:113, ფილ ედვარდსმა კი ფრე დააფიქსირა – 113:113.  არადა ბრიტანელი ორჯერ დაეცა, მე-9 და მე-12 რაუნდებში, თუმცა ორთავეჯერ მბომბავის მომაკვდინებელი დატყმები არაფრად ჩააგდო და ბრძოლის გაგრძელება მოახერხა. საბჭოს მწვანე ქამარი კვლავ უაილდერს დარჩა.

მეფეთა ჯახი მეფურად დასრულდა. საკრივო სამყაროს რევანშის მოლოდინშია.

“ამბობდნენ, რომ სათანადოდ მომზადებული არ ვიყავი, მაგრამ ხომ ნახეთ? კინაღამ მოვიგე. მე ვარ ის, ვისაც კრივზე შეყვარებულ პროფესიონალ სპორტსმენს უწოდებთ. მე გერმანიაში კლიჩკოსთან, ხოლო ამერიკაში დეონტეი უაილდერთან ვიბრძოლე. რა თქმა უნდა, იქნება რევანში. მე და დეონტეი ნამდვილი ჩემპიონები ვართ – პლანეტაზე საუკეთესო მძიმეწონოსნები.

ახლა კი ენტონი ჯოშუას მივმართავ – შე ქათამო, სად ხარ?! სად იმალები?!” – ჩაყვირა ნაორთაბრძოლარს მიკროფონში ფიურიმ.

ინფორმაციისთვის, 33 წლის უაილდერისთვის და 30 წლის ფიურისთვის ეს ფრე პირველი გახლდათ კარიერაში. ჩატარებული 40 და 27 ორთაბრძოლიდან ორთავეს ყველა მოგებული ქონდათ.

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი