მთავარი საქართველოდიდი ათი უსახური თბილისური დერბი “აკადემიამ” ბოლო წამებზე მოიგო – “ხარებმა” “ვეფხვებს” ბრძოლაში სძლიეს

უსახური თბილისური დერბი “აკადემიამ” ბოლო წამებზე მოიგო – “ხარებმა” “ვეფხვებს” ბრძოლაში სძლიეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
47 ნახვა

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატ დიდი 10-ში მე-9 ტურის ორი დასკვნითი შეხვედრა გაიმართა.

თბილისში “ლელო არენაზე” “ლელო სარანსენმა” თბილისურ დერბიში “აკადემიას” უმასპინძლა.

მატჩი რბილად რომ ვთქვათ უსახური გამოვიდა.  გუნდებმა ორნიშნა ციფრებსაც კი ვერ უწიეს.

ის კი არა შეხვედრაში ერთადერთი ლელო ბოლო წამებზე გავიდა. იმ მომენტისთვის დრო უკვე 8 წუთის გაწითლებული იყო.

მატჩის პირველი ტაიმი რაგბისთვის უჩვეულოდ ფრედ 0-0 დასრულდა.

მორაგბეებმა თავი კარგი თამაშით ვერც მეორე ტაიმში დაგვამახსოვრეს.

ანგარიში ჯარიმიდან შეხვედრის 67-ე წუთზე გაიხსნა. “ლელოს” მოპოვებული საჯარიმო ზუსტად საქართველოს ნაკრების ცენტურიონმა მერაბ კვირიკაშვილმა დაარტყა.

ზემოთაღნიშნული ლელო კი მატჩის ბოლოს “აკადემიას” გარემარბმა საბა ილურიძემ დადო.

საბოლოოდ შეხვედრა არასარაგბო ანგარიშით 5-3 “აკადემიამ” მოიგო.

მეორე შეხვედრაში უფრო კარგი სარაგბო მატჩი შედგა.

რუსთავში “ხარებმა” პატარძეულის “ვეფხვები” 19-12 დაამარცხეს.

გუნდებმა ერთმანეთის ჩათვლის მოედანში ბურთი 2-2-ჯერ შეიტანეს. ერთ შემთხვევაში კი რუსთაველებმა საჯარიმო ლელო მოიპოვეს.

ქვემო ქართლელებიდან ლელოები ქავთარაძემ და ხაბაშვილმა გაიტანეს. ორიდან ერთი გარდასახვა ბექა ბუჯიაშვილმა გამოიყენა.

კახური გუნდიდან ლელოს ავტორები ჟღენტი და ბროძელი გახდნენ.  ბროძელმა ერთი გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

ამ შედეგების გათვალისწინებით რუსთავის “ხარები” 28 ქულით მე-3 ადგილზე დამკვიდრდა.

თბილისის “ლელოს” 23 ქულა აქვს და მე-5 ადგილზე იმყოფება.

“აკადემია” 16 ქულით მე-8 საფეხურზეა, ხოლო პატარძეულის “ვეფხვები” 10  ქულით დიდი 10-ის სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა მე-9 ადგილს იკავებს.

“ლელო სარანსენსი” (თბილისი) 3:5 “აკადემია” (თბილისი)

“ლელო”: ჯარიმა – კვირიკაშვილი

“აკადემია”: ლელო – ილურიძე

“ხარები” (რუსთავი) 12:19 “ვეფხვები” (პატარძეული)
“ხარები”: 2 ლელო – ქავთარაძე, ხაბაშვილი, საჯარიმო ლელო.
1 გარდასახვა: ბუჯიაშვილი
სირბინი: ხაბაშვილი, კევლიშვილი

“ვეფხვები”: 2 ლელო –
ჟღენტი, ბროძელი
1 გარდასახვა: ბროძელი
სირბინი: გიორგაძე, შაქარაშვილი, ლეგაშვილი

ფოტო: ანი ბერთლანი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი