მთავარი მსოფლიოინგლისი “ლივერპულმა” მერსესაიდული დერბი მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში მოიგო

“ლივერპულმა” მერსესაიდული დერბი მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში მოიგო

ავტორი კახა მიხანაშვილი
30 ნახვა

ინგლისის პრემიერლიგის  მე-14 ტური დერბებით დასრულდა

ერთმანეთის პირისპირ ლონდონური და ლივერპულული გუნდები წარსდგნენ.

სამივე შეხვედრაში ფავორიტებმა გაიმარჯვეს.

მერსესაიდულ დერბიში მატჩის ბედი მსაჯის მიერ კონპენსირებულ მე-6 წუთზე გავიდა.

მატჩის ერთადერთი გოლი “ევერტონის” კარში “ლივერპულის” ჰოლანდიელმა ფორვარდმა ორიჯიმ გაიტანა.

“ჩელსიმ” აუტსაიდერი “ფულემი” დამაჯერებლად 2-0 დაამარცხა.

“არისტოკრატებმა” პირველი გოლი მატჩის დასაწყისში მე-4 წუთზე გაიტანეს.

შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთით ადრე კი მეორე გოლიც შეაგდეს.

“არსენალსა” “ტოტენჰემს” შორის უხვგოლიანი ბრძოლა გაჩაღდა.

შეხვედრაში დუბლი “მეთოფეთა” ფორვარდმა ობამეიანგმა შეასრულა.

“ლივერპული” ინგლისის პრემიერლიგაში მე-2 პოზიციაზე 36 ქულით იმყოფება. მასზე წინ 2 ქულით “მანჩესტერ სიტი” გახლავთ.

მე-3 ადგილს 31 ქულით ლონდონის “ჩელსი” იკავებს. მე-4 – მე-5 საფეხურზე “არსენალი” და “ტოტენჰემი” არიან.

“არსენალი” 4:2 “ტოტენჰემი”
10′ ობამეიანგი პენ. (1-0), 30′ დაიერი (1-1), 34′ კეინი პენ. (1-1), 56′ ობამეიანგი (2-2), 74′ ლაკაზეტე (3-2), 77′ ტორეირა (4-2)

“ჩელსი” 2:0 “ფულემი”
4′ პედრო (1-0), 82′ ლოპტუს-ჩიკი (2-0)

ლივერპული” 1:0 “ევერტონი”
90+6′ ორიჯი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი