ფიბამ მსოფლიოს შესარჩევი ტურნირის ევროპის ზონის 5 საუკეთესო მომენტი ოფიციალურ გვერდზე fiba.com გამოაქვეყნა.
საქართველოსა და ისრაელის შეხვედრის ბოლო წამებზე გიორგი შერმადინის ჩაგდებული ბურთი მსოფლიოს კალათბურთის ფედერაციამ საუკეთესოდ ცნო.
საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება:
- გიორგი შერმადინი (საქართველო)
- ჯონათან რუსელი (საფრანგეთი)
- კარიმ ჯელოუ (გერმანია)
- დრაგან მილოსავლიევიჩი (სერბეთი)
- დმიტრი კულაგინი (რუსეთი)
ფოტო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია