მომავალ უქმეებზე ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში წლის შემაჯამებელი ტურნირი – მასტერსი გაიმართება, რომელიც სტარტს 15 დეკემბერს აიღებს და ერთი დღის თავზე, 16 დეკემბერს დასრულდება.
მასში მონაწილეობას 53 ქვეყნის 237 ფალავანი (119 ვაჟი და 118 ქალი) მიიღებს.
ჩინეთში საქართველოს სახელით შემდეგი სპორტსმენები იჭიდავებენ: ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ორგზის პრიზიორი ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორთავე 60 კგ), ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი (66კგ), ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდთუაშვილი (73კგ), ევროპის პრიზიორი ბექა ღვინიაშვილი (90კგ), ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი ვარლამ ლიპარტელიანი (100კგ), მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (+100კგ).
სამწუხაროდ წარმომადგენელი არ გვეყლება 81 კგ-ში. ეს იქიდან გამომდინარე, რომ შეჯიბრებაში მონაწილეობა მხოლოდ რეიტინგის 16 საუკეთესოს შეუძლია, ჩვენებიდან ამ წონაში კი ყველაზე დაწინაურებული ზებედა რეხვიაშილია – 2099 ქულით 22-ე პოზიციაზე.
ჩინეთში ასევე არ იქნება უშანგი მარგიანი. რამდენადაც ცნობილია მას პირადი სურვილით განუცხადებია უარი ასპარეზობაზე.