მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები VIDEO: საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა იტალია დაამარცხა

VIDEO: საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა იტალია დაამარცხა

ავტორი კახა მიხანაშვილი
358 ნახვა

საქართველოს 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა იტალიის დამარცხება მოახერხა.

ამხანაგურ შეხვედრაში ქართველებმა ჭაბუკების”სკუადრა აძურას” 2-1 მოუგო.

შეხვედრაში თავდაპირველად იტალიელები დაწინაურდნენ.  ქართველებმა წონასწორობა პირველივე ტაიმში აღადგინეს.  ზურიკო დავითაშვილის პასით გიორგი გულიაშვილმა იხეირა.

მატჩის მიწურულს გამარჯვების გოლი ცოტნე ფაცაციამ ჯარიმიდან გაიტანა.

ანგარიშის სხვაობა  საქართველოს სასარგებლოდ კიდევ უფრო მეტი შეიძლება ყოფილიყო, თუმცა მე-60 წუთზე დავითაშვილმა პენალტი გააფუჭა.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა იტალია ამ შემადგენლობით დაამარცხა.

ბულისკერია, ჯაფარიძე, ბუიღლიშვილი, ჯინჯოლავა, გაბიტაშვილი, მექვაბიშვილი, დარცმელია, გულიაშვილი, დავითაშვილი, ინჯგია, ბაბუნაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: კვარაცხელია, ივანიაძე, გაბუნია, შეყილაძე, ფაცაცია, ნანობაშვილი, გაბელაია.

 

ვიდეო, ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი