მთავარი საქართველოლეგიონერები ქართველი მორაგბეების “ბრივი” დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

ქართველი მორაგბეების “ბრივი” დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
43 ნახვა

საფრანგეთი პრო D-2-ის მე-14 ტურის შეხვედრაში “ბრივმა” გასვლაზე “პროვენსესთან” 20-22 წააგო.

“ბრივის” რიგებში მარქაფაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბეები ჰავბეკი ვასილ ლობჟანიძე და მესამეხაზელი ოთარ გიორგაძე იყვნენ.

გიორგაძე მოედანზე 56-ე წუთზე შევიდა.  ვასილ ლობჟანიძე კი მწვრთნელებმა საქმეში 61-ე წუთზე ჩართეს.

“ბრივის” შემადგენლობაში ტრავმის გამო საქართველოს ნაკრების კიდევ 2 მოთამაშეს კარლენ ასიეშვილს და სოსო ბეკოშვილს არ უთამაშიათ.

საფრანგეთის პრო D-2-ის  სატურნირო ცხრილში ქართველების გუნდი მე-4 ადგილზე იმყოფება. მათ 8 მოგება, 1 ფრე და 5 წაგება გააჩნიათ.

“ბრივი” მორიგ მატჩს შინ, “ბურგ ენ ბრესესთან”  14 დეეკემბერს, ჩაატარებს.

 

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი