მთავარი მსოფლიოევროლიგა თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” რუსი “არმიელები” დაამარცხა

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” რუსი “არმიელები” დაამარცხა

ავტორი კახა მიხანაშვილი
164 ნახვა

საკალათბურთო ევროლიგის მე-11 ტურის მატჩში თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” შინ,  მოსკოვის “ცსკა” დაძაბულ ბრძოლაში 76-73 დაამარცხა.

მატჩის ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, რომელიც ესპანურმა გუნდმა 21:18 მოიგო.  სამი პერიოდის შემდეგ კი საყაიმო ანგარიში 45-45 იყო დაფიქსირებული.

შენგელია “ბასკონიას” სასტარტო ხუთეულში იყო და ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მეტი 32:09 წუთი ითამაშა.  ამ დროის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა 15 ქულა, 8 მოხსნა,  3 პასი და 1 ჩაჭრა მოიპოვა.

შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტმა 23 შეადგინა.  თორნიკე ამ მაჩვენებლით მხოლოდ 2 კალათბურთელს თანაგუნდელ ფრანგ  ვინსენ პუარეს და “არმიელთა” ამერიკელ ლეგიონერს კორი ჰიგინსს ჩამორჩა.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა შეხვედრა ძირითად ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე 26:26 წუთი გაატარა.  მან გუნდს 13 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა.

შენგელიას და ჯენინგის თანაგუნდელებიდან 18 ქულით ვინსენ პუარე გამოირჩა.

“ცსკადან” კი საუკეთესო ამერიკელები ალეკ პეტერსი და კორი ჰიგინსი იყვნენ.  პეტერსმა 20 ქულა, ხოლო ჰიგინსმა კი 17 ქულა დააგროვა.

ამ გამარჯვების შემდეგ “ბასკონიას” ევროლიგაში 4 მოგება და 7 წაგება აქვს.  ვიტორიული კლუბი სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციაზე იმყოფება.

ევროლიგის ეგიდი თორნიკე შენგელიას და მეტ ჯენინგის გუნდი მორიგ შეხვედრას 13 დეკემბერს, თელ-ავივში “მაკაბისთან” ჩაატარებს.

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი