მთავარი მსოფლიოგერმანია რურის დერბი “დორტმუნდმა” მოიგო – “ბაიერნმა” “ნიურნბერგი” გაანადგურა

რურის დერბი “დორტმუნდმა” მოიგო – “ბაიერნმა” “ნიურნბერგი” გაანადგურა

ავტორი კახა მიხანაშვილი
55 ნახვა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-14 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს რურის მხარის ორი გუნდი “შალკე” და დორტმუნდის “ბორუსია” დაუპირისპირდნენ.

მტერ-მეტოქეების პრინციპული მატჩში გერზენკინხენში გაიმართა და დორტმუნდელთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა.

სტუმრებმა ანგარიში სწრაფადვე გახსნეს. მე-7 წუთზე გოლი “ბორუსიას” დანიელმა ფეხბურთელმა ტომას დელენეიმ გაიტანა.

პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა.

61-ე წუთზე “შალკემ” წონასწორობა აღადგინა.

11-მეტრიანი დარტყმით დანიელ კალიგიურიმ იხეირა.

გამარჯვების გოლი 74-ე წუთზე პორტუგალიელი რაფაელ გერეროს პასით ინგლისელმა ფორვარდმა ჯადონ სანჩომ შეაგდო.

დორტმუნდის “ბორუსია” 36 ქულით ბუნდესლიგის სათავეშია. მე-2 ადგილზე კი მიუნხენის “ბაიერნი”  იმყოფება.

“რეკორდმეისტერმა” მე14 ტურის შეხვედრაში “ნიურნბერგი” 3-0 გაანადგურა.

პირველ 27 წუთში დუბლი ბავარიელთა პოლონელმა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვკიმ შეასრულა.

56-ე წუთზე კი ფრანგმა ფრენკ რიბერიმაც იხეირა.

“ბაიერნს” ამ გამარჯვების შემდეგ 27 ქულა დაუგროვდა.  მიუნხენური გრანდი “დორტმუნდს” 9 ქულით ჩამორჩება.

მე-3 ადგილზე მყოფ “მიუხენგლადბახს” 26 ქულა გააჩნია  და “ბაიერნთან”შედარებით ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

შალკე 04″ 1:2 “დორტმუნდი”
7′ დელენეი (0-1), 61′ კალიგიური პენ. (1-1), 74′ სანჩო (1-2)

ლევერკუზენი” 1:0 “აუგსბურგი”
75′ ალარიო

“ბაიერნი” 3:0 “ნიურნბერგი”
9′ 27′ ლევანდოვსკი (1-0, 2-0), 56′ რიბერი (3-0)

“ფრაიბურგი” 3:0 “ლაიპციგი”
12′ პეტერსენი (1-0), 45+1′ ვალდშმიტდი პენ. (2-0), 52′ ფრანცი (3-0)

ვოლფსბურგი” 2:2 “ჰოფენჰაიმი”
4′ ბელფოდილი (0-1), 28′ ბისაქსიჩი ა.გ. (1-1), 31′ გინჩეკი (2-1), 71′ კრამარიჩი (2-2)

 

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი