მთავარი მსოფლიოინგლისი “მანჩესტერ სიტის” პირველი მარცხი პრემიერლიგაში

“მანჩესტერ სიტის” პირველი მარცხი პრემიერლიგაში

ავტორი კახა მიხანაშვილი
26 ნახვა

ინგლისის პრემიერლიგის მე-15 ტურის ცენტრალურ მატჩში ლონდონში “ჩელსიმ” “მანჩესტერ სიტი” 2-0 დაამარცხა.

მანჩესტერელებმა წლევანდელ პრემიერლიგაში პირველი მარცხი განიცადეს და ლიდერობა დაკარგეს.

“არისტოკრატებმა” ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გახსნეს. გოლი 45-ე წუთზე ფრანგმა ნ’გოლო კანტემ გაიტანა.

78-ე წუთზე კი დავიდ ლუისმა მანჩესტერელთა კარი მეორედ აიღო.

საბოლოოდ “მანჩესტერ სიტიმ” ამ მარცხის დემდეგ ლიდერობა “ლივერპულს” გადააბარა.

ბიტლომანთა ქალაქის გუნდმა ეგვიპტელი ფორვარდის მოჰამედ სალაჰის ჰეთთრიკის წყალობით 4-0 მოიგო.

შედეგად “ლივეეპულს’ 42 ქულა დაუგროვდა და პრენიერლიგის სათავეში მოექცა.

“სიტი” კი მერსესაიდულ კლუბს 1 ქულით ჩამორჩება.

მე-3 ადგილზე ლონდონის “ტოტენჰემი” იმყოგენა. “მამლებს” 36 ქულა აქვთ.

შემდეგ ორ პოზიციას 34-34 ქულით “ჩელსი” და “არსენალი” იკავებენ.

პრემიერლიგა

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი.“

“ჩელსი” 2:0 “მანჩესტერ სიტი”
45′  კანტე (1-0), 78′ დავიდ ლუისი (2-0)

ჩელსი: კეპა, რუდიგერი, ალონსო, ასპილიკუეტა, დავიდ ლუისი, ჟორჟინიო, კანტე, კოვაჩიჩი (68′ ბარკლი), აზარი (90’ჟირუ), პედრო, ვილიანი (75’ლოფტუს-ჩიკი)
მწვრთნელი: მაურიციო სარი

სიტი: ედერსონი, უოკერი, სტოუნზი, ლაპორტი, დელფი, ბერნარდუ სილვა, დავიდ სილვა (68’გიუნდოგანი), ფერნანდინიო, მაჰრეზი (84’ფოდენი), სტერლინგი, სანე (53’ჟეზუსი)
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

“ბორნმუთი” 0:4 “ლივერპული”
25′ 48′ სალაჰი (0-1,0-2), 68′ კუკი ა.გ. (0-3), 77′ სალაჰი (0-4)

“არსენალი” 1:0 “ჰადერსფილდი”
83′ ტორეირა

“ბარნლი” 1:0 “ბრაიტონი”
40′ ტარკოვსკი

“კარდიფი” 1:0 “საუთჰემპტონი”
74′ პეტერსონი

“მანჩესტერ იუნაიტედი” 4:1 “ფულემი”
13′ იონგი (1-0), 28′ მატა (2-0), 42′ ლუკაკუ (3-0), 67′ კამარა პენ. (3-1), 82′ რაშფორდი (4-1)
გაძევება: 68′ ზამბო – “ფულემი”

“ვესტ ჰემი” 3:2 “კრისტალ პალასი”
6′ მაკარტური (0-1), 48′ სნოდგრესი (1-1), 63′ ჩიჩარიტო (2-1), 65′ ანდერსონი (3-1), 76′ შლუპი (3-2)

“ლესტერი” 0:2 “ტოტენჰემი”
45+1′ სონ ჰეონგ-მინი (0-1), 58’ალი (0-2)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი