მთავარი სხვა_კრივი მორიგი საკრივო მასტერკლასი მომავლის ტექნოლოგიისგან

მორიგი საკრივო მასტერკლასი მომავლის ტექნოლოგიისგან

32 ნახვა

ვასილი ლომაჩენკომ მორიგი სუპერ ორთაბრძოლა აჩუქა კრივის ქომაგთ. ლეგენდარულ მედისონ სკვერ გარდენში მომავლის ტექნოლოგიამ ამჯერად ორგანიზაციის ვერსიით მსოფლიოს აწ უკვე ექსჩემპიონს, პუერტო რიკოელ ხოსე პედროზას ჩაუტარა საკრივო გაკვეთილი. ბევრს ეცადა პედროზა გასაღები მოეძებნა მეტოქისთვის… რაუნდიდან-რაუნდამდე ცვლიდა ტაქტიკას, მაგრამ ამაოდ. უკრაინელმა თავისი შესანიშნავი გამოსვლით იოტისოდენა შანსიც კი არ მისცა მეტოქეს. საბოლოოდ 119:107, 117:109, 117:109 და “ლომამ” ახლა უკვე სამი – ასოციაციის, ორგანიზაციის და რინგის ვერსიებით მსოფლიოს ჩემპიონია მსუბუქ წონაში.

პერდროზასს სანაქებიდ კი უნდა ითქვას, რომ მრისხანე უკრაინელს თორმეტი რაუნდი გაუძლო. მარტო მე-11 სამწუთეულში დაახლოებით 40 ე.წ. “ფაუერ პანჩი” გაატარა… ორჯერაც დაეცა, მაგრამ მაინც შეძლო წამოდგომა და ბრძოლის გაგრძელება.

“პედროზა კარგი და ჭვკიანი მოკრივეა.  უდიდესი პატივისცემა მას და მის გუნდს ჩემგან” – ამბობდა ლომაჩენკო ნამატჩევს. “ჩემის მხრივ კი ბედნიერი ვარ, რომ კოლექციას კიდევ ერთი ქამარი შევმატე”

“ჩემი გამოსვლით კმაყოფილი ვარ. მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეს 12 რაუნდი ვეჩხუბე” – განაცხადა პედროზამ.

ორიოდე სიტყვით სტატისტიკაზეც:

“ლომას” 738 დარტყმიდან მიზანს 258-მა მიაღწია – 33%. პედროზას შემთხვევაში კი 931-დან მხოლოდ 111 აღმონჩდა ზუსტი – 12%.

 

 

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი