მთავარი ვიდეო გენო პეტრიაშვილმა ვლადიკავკაზში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა! ლომთაძეს და კენჭაძეს ვერცხლი არგუნეს

გენო პეტრიაშვილმა ვლადიკავკაზში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა! ლომთაძეს და კენჭაძეს ვერცხლი არგუნეს

217 ნახვა
გენო პეტრიაშვილი (საქართველო) Vs ჯაბელ სადეზადეხი (ირანი) | ალანები 2018

⭕ გენო პეტრიაშვილი საერთაშორისო ტურნირის "ალანების" გამარჯვებულია!⭕ გორელმა მძიმეწონოსანმა ფინალში ირანელი ჯაბელ სადეზადეხი 10:1 გაანადგურა!

Julkaissut Sporter/სპორტერი Maanantaina 10. joulukuuta 2018

ვლადიკავკაზში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე “ალანები 2018” საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა გამოსვლა 3 მედლით – 1 ოქროთი და 2 ვერცხლით დაასრულა.

ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (125კგ) გახდა, ბექა ლომთაძე (61კგ) და ავთანდილ კენჭაძე (74კგ) კი ვერცხლს დასჯერდნენ.

საჭიდაოთ “მრავალჟამიერის” ფონზე გამოსული გორელი მძიმეწონოსანი ფინალში ზედმეტი პრობლემების გარეშე გაუსწორდა ირანელ ჯაბელ სადეზადეხის – 10:1. დაჯილდოვების დროს კი შეჯიბრების ორგანიზატორებისგან სპეციალური პრიზიც ირგუნა. მანამდე კი ჩვენმა დევკაცმა ჯერ რუს ფალავნებთან, ოსტაპ პასენოკთან და ვიტალი გაგლოევთან იმარჯვა ქულებით – 5:0 და 12:4. შემდეგ კი, ნახევარფინალში, პირველივე პერიოდში 10:0 დაამარცხა ამერიკელი რობერტ ნელსონი – ჩოქბჯენში ჩაყვანილი იქამდე ატრიალა, ვიდრე წმინდა მოგება არ დააფიქსირა.

ლომთაძე ოქროსთვის მინიმალური სხვაობით 3:4 დამარცხდა რუს რამაზან ფერზალიევთან. ასევე მინიმალური სხვაობით და ასევე რუსთან, 1:2 ტიმურ ბიჟოევთან, დამარცხდა კენჭაძეც, თუმცა ორთავეს შემთხევაში ლომის წილი მსაჯებმა დაიდეს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი