მთავარი მთავარი მოჰამედ სალაჰმა “ლივერპული” 1/8 ფინალში გაიყვანა

მოჰამედ სალაჰმა “ლივერპული” 1/8 ფინალში გაიყვანა

ავტორი კახა მიხანაშვილი
125 ნახვა

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე გასული წლის ფინალისტმა “ლივერპულმა” შინ, “ენფილდ როუდის” სტადიონზე იტალიურ “ნაპოლის” ეგვიპტელი ფორვარდის მოჰამედ სალაჰის გოლით 1-0 სძლია და 1/8 ფინალში გააღწია.

წაგების შემდეგ კი ნეაპოლურმა  გუნდმა ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა, რამეთუ “პსჟ”-მ სერბული “ცრვენა ზვეზდა’ დიდი ანგარიშით 4-1 დაამარცხა.

A ჯგუფი

ამ ჯგუფში ბოლო ტურის წინ ყველაფერი გარკვეული იყო. ერთადერთი ინტრიგა ის გახლდათ, თუ ვინ გავიდოდა პირველ ადგილზე.

დორტმუნდის “ბორუსიამ”  მონაკოს სამეფოში რაფაელ გერეიროს წყვილი გოლის წყალობით 2-0 მოიგო, ხოლო მადრიდის “ატლეტიკომ” ბელგიურ “ბრიუგესთან” ფრედ 0-0 ითამაშა.

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში “დორტმუნდი” და “ატლეტიკო”გავიდნენ.

ევროპა ლიგაზე “ბრიუგე” ითამაშებს.

“ბრიუგე” (ბელგია) 0:0 “ატლეტიკო” (მადრიდი, ესპანეთი)
“ბრიუგე”: ჰორვატი, პულენი, მეჩელი, დენსვილი, ვორმერი, ამრაბატი, ნაკამბა, ვანაკენი (90+1′ რიტსი), ნგონგე (69′ პერესი), ოპენდა (74′ შრივერსი),  ვესლი.
“ატლეტიკო”: ობლაკი, არიასი, გოდინი, მონტერო რუბიო, საულ ნიგესი,  ლემარი (61′ კორეა), როდრიგო, პარტეი (69′ კალინიჩი), კოკე, გრიზმანი, მარტინში (60′ ვიტოლო)

“მონაკო” (საფრანგეთი) 0:2 “დორტმუნდი” (გერმანია)
15′ რაფაელ გერეირო (0-1), 88′ რაფაელ გერეირო (0-2)
“მონაკო”: ბენალიო, ბიანკონე (78′ სერანო), გლიკი, ბადიაშილი, რაჯი, ჰენრიხსი, ტილემანსი, აიტ ბენასერი, მასენგო (69. ტურამ-ულიენი), დიოპი, ფალკაო (64′ სილა).
“დორტმუნდი”: ჰიტცი,  ჰაკიმი, თოფრაქი, დიალო, შმელცერი, ვაიგლი, დაუდი (76′ ვოლფი), პულიშიჩი, გიოტცე, რაფაელ გერეირო (90+2′ გომესი), ფილიპი (79′ პაკო ალკასერი).

1. დორტმუნდი  6 4 1 1  10:2 13
2.”ატლეტიკო” 6 4 1 1 9:6 13
3  “ბრიუგე”6 1 3 2 6:5 6
4. “მონაკო” 6 0 1 5 2:14 1

B ჯგუფი

“ბარსელონამ” ჯგუფში პირველობის ნაადრევად განაღდების მიუხედავად “ტოტენჰემს” თამაში არ დაუთმო. მაგრამ ლონდონელებს გაუმართლად, რადგან მილანის “ინტერმა” შინ, “ჯუზეპე მეაცას” სტადიონზე “პსვ ეინდჰოვენს” ვერ მოუგო.

“ინტერი” ევროთასებზე თამაშს ევროპა ლიგაზე გააგრძელებს. “ბარსელონა”  და “ტოტენჰემი” ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის წილისყრას დაელოდებიან.

“ბარსელონა” (ესპანეთი) 1:1 “ტოტენჰემი” (ინგლისი)
7′ დემბელე (1-0), 85′ ლუკას მოურა (1-1)
“ბარსელონა”: სილესენი,  სემედო, ლენგლე, ვერმალენი, მირანდა, არტური, ალენია, რაკიტიჩი (46′ ბუსკეტსი), დემბელე (77′ დ. სუარესი), ელ-ჰადადი (63′ მესი), ფილიპე კოუტინიო.
“ტოტენჰემი”: ლორისი, უოკერ-პეტერსი (61′ ლამელა), ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი, სისოკო, ვინქსი (83′ ლორენტე), ერიქსენი, ალი, ჰეონ-მინ სონი (71′ ლუკას მოურა), კეინი.

“ინტერი” (იტალია) 1:1 “ეინდჰოვენი” (ჰოლანდია)
13′  ლოსანო (0-1), 73′ იკარდი (1-1)
“ინტერი”: ჰანდანოვიჩი,  დ’ამბროზიო, დე ვრი, შკრინიარი, ასამოა (69′ მარტინესი), პოლიტანო (83′ ვრსალკო), კანდრევა (56′ ბ. კეიტა), ბროზოვიჩი, ბორხა ვალერო, პერიშიჩი,  იკარდი.
“პსვ ეინდჰოვენი”: ზოეტი, დუმფრისი, სეინსბერი, ვიერგევერი, ანხელინო, ჰენდრიქსი, გუტიერესი (65′ სადილეკი), როსარიო,  ბერგვინი (71′ მალენი), ლ. დე იონგი, ლოსანო (90+5′ პერეირო).

1. “ბარსელონა” 6 4 2 0 14:5 14
2. “ტოტენჰემი” 6 2 2 2 9:10 8
3. “ინტერი” 6 2 2 2 6:7 8
4.  “ეინდჰოვენი” 6 0 2 4 6:13 2

C ჯგუფი

“სიკვდილის ჯგუფში” იმის მიუხედავად, რომ “ნაპოლი” ბოლო ტურის წინ პირველ ადგილზე იყო ბარიერის გადალახვა მაინც ვერ მოახერხა.

კარლო ანჩელოტის შეგირდებს “ბიტლომანთა ქალაქში” შავი დღე დაუდგა.

ნეაპოლელები ძალებს ევროლიგაზე მოსინჯავენ.

“პსჟ” და “ლივერპული” ჩემპიონთა თასის მოპოვებას შეეცდებიან.

“ლივერპული” (ინგლისი) 1:0 “ნაპოლი” (იტალია)
34′ სალაჰი
“ლივერპული”: ალისონი,  ალექსანდერ-არნოლდი (90′ ლოვრენი), მატიპი, ვან დიიკი, რობერტსონი – ვიინალდუმი, ჰენდერსონი, მილნერი (85′ ფაბინიო), სალაჰი, რობერტო ფირმინო (79′ ნ. კეიტა), მანე.
“ნაპოლი” : ოსპინა,  მაქსიმოვიჩი, რაულ ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი (70′ გულამი), ალანი, ჰამშიკი, რუისი (62′ ზელინსკი),  ხოსე კალიეხონი, მერტენსი (67′ მილიკი), ინსინიე.

“ცრვენა ზვეზდა” (აერბეთი) 1:4 “პსჟ” (საფრანგეთი)
10′ კავანი (0-1), 40′ ნეიმარი (0-2), 56′ გობელიჩი (1-2), 74′ მარკინიოსი (1-3), 90+2- მბაპე (1-4)
“ცრვენა ზვეზდა”: ბორიანი, სტოიკოვიჩი, გობელიჩი, დეგენეკი, როდიჩი,  იოვანჩიჩი, კაუსიჩი, ელ ფარდუ, მარინი (86′ იოველიჩი), სიმიჩი (72′  ებესილიო), პავკოვი (72′ ბოაკი).
“პსჟ”: ბუფონი; კერერი, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი;  ვერატი (83′ რაბიო), მარკინიოსი, მბაპე, ნეიმარი, დი მარია (88. დრაქსლერი), კავანი.

1. “პსჟ” 6 3 2 1 17:9 11

2. “ლივერპული” 6 3 0 3 9:7 9

3. “ნაპოლი” 6 2 3 1 7:5 9

4. “ცრ. ზვეზდა” 6 1 1 4 5:1 7

D ჯგუფი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის სოლომონ კვერკველიას გუნდმა მოსკოვის “ლოკომოტივმა” ევროპა ლიგაზე გასვლის შანსი დაკარგა.

“რკინიგზელებმა” კონკურენტი “გალათასარაის” წაგებით ვერ ისარგებლეს.

უღიმღამო მოსაწყენ მატჩში, სადაც სახიფათო მომენტის ხილვაც დიდი ფუფუნება იყო გოლი მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში “შალკეს” ფეხბურთელმა შიოპფიმ გაიტანა.

ეს გოლი სტადიოზე შეკრებილი გულშემატკივრების იმ ნაწილმა ნახა, ვისაც მოთმინების ფიალა არ აევსო და ტრიბუნებზე შეხვედრის  ბოლომდე დარჩა ან მეტისმეტად მოსაწყენი სანახაობის შემხედვარეს არ ჩაეძინა.

“პორტუ” და “შალკე” ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლას გააგრძელებენ.

ევროპა ლიგას კი სტამბულის “გალათასარაი” ესტუმრება.

სოლომონ კვირკველია კი ევროთასების მიღმა დარჩა.

შალკე’ (გერმანია) 1:0 “ლოკომოტივი” (რუსეთი)
90+1′ შიოპფი (1-0)
“შალკე”: ფერმანი,  გოლერი (59′ ჰარითი), ნალდო, ნასტასიჩი, მენდილი (16′ ბაბა), სტამბული, შიოპფი, სერდარი, მასკარელი, ტოიხერტი (72′ კუტუკუ), კონოპლიანკა.
“ლოკომოტივი”: გილერმე, იგნატიევი, კვირკველია, ჰიოვედესი, რიბუსი, ბარინოვი, კრიხოვიაკი, დენისოვი, ალ. მირანჩუკი, ედერი (46′ ან. მირანჩუკი), ფარფანი (80′ სმოლოვი).

“გალათასარაი” (თურქეთი) 2:3 “პორტუ” (პორტუგალია)
17′  ფელიპე (0-1), 42′ პენ.  მარეგა (0-2), 45+1′ პენ. ფეგული (1-2), 56′ სერჟიო ოლივეირა (1-3),65′ დერდიოკი (2-3)
“გალათასარაი”:  მუსლერა, მარიანო, მაიკონი, ოზან ქაბაქი, ნაგატომო, ფეგული (90′ მუგდათ ჩელიქი), ფერნანდო, დონკი (46′ ონიეკურუ), ნ’დიაიე, გარი როდრიგესი, დერდიოკი.
“პორტუ”: კასილიასი,  მაქსი პერეირა, ფელიპე, ლეიტე, ალექს ტელიესი, ერერა, დანილო პერეირა, სერჟიო ოლივეირა (82′ ავაზიემი), ადრიანი (73′ ანდრე პერეირა), მარეგა, ერნანი (73′ ჟორჟე).
გამოუყენებელი პენალტი: 67′ ფეგული (გალათასარაი)

1. “პორტუ” 6 5 1 0 15:6 16
2. “შალკე” 6 3 2 1 6:4 11 3. 3.”გალათასარაი” 6 1 1 4 5:8 4
4. “ლოკომოტივი” 6 1 0 5 3

 

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი