მთავარი მსოფლიოევროლიგა თორნიკე შენგელია 20 ქულა, მეტ ჯენინგი 16 – საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა თელ-ავივში გაიბრწყინეს

თორნიკე შენგელია 20 ქულა, მეტ ჯენინგი 16 – საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა თელ-ავივში გაიბრწყინეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
60 ნახვა

საკალათბურთო ევროლიგის მე-12 ტურის მატჩში “ბასკონიამ” თელ-ავივში “მაკაბი” დრამატულ ბრძოლაში 81-79 დაამარცხა.

ისრაელისა და მთლიანად ევროპის ერთ-ერთ ძლიერ გუნდთან გამარჯვებაში თავისი დიდი წვლილი საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელებმა თორნიკე შენგელიამ და მეტ ჯენინგმა შეიტანეს.

თორნიკე შენგელია “ბასკონიას” სასტარტო ხუთეულში იყო და 31:13 წუთი ითამაშა. ამ დროის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა 20 ქულა, 1 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტმა 18 შეადგინა. ეს მაჩვენებელი სტუმართა მხრიდან საუკეთესო იყო.

მეტ ჯენინგი კი პარკეტზე გატარებულ 31:28 წუთში გუნდს 16 ქულით, 4 მოხსნით 2 პასით  და 1 ჩაჭრით შეეწია. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა.

ამ გამარჯვების შემდეგ
“ბასკონიას” 5 მოგება და 7 მარცხი მოუგროვდა.

ესპანური გუნდი სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე იმყიფევა

თორნიკე შენგელიას და მეტ ჯენინგის კლუბი მომდევნო შეხვედრას  18 დეკემბერს,  სტუმრად ესპანეთში, “გრან კანარიასთან”  გამართავს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი