მთავარი მსოფლიოევროლიგა “ბასკონია” “ბარსელონასთან” დამარცხდა – მეტ ჯენინგი მატჩის MVP გახდა

“ბასკონია” “ბარსელონასთან” დამარცხდა – მეტ ჯენინგი მატჩის MVP გახდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
45 ნახვა

საკალათბურთო ევროლიგის მე-14 ტურის მატჩში “ბასკონიამ” შინ, “ბარსელონასთან” 70:77 წააგო.

საქართველოს ერივნული ნაკრების კალათბურთელებიდან ამჯერად მეტ ჯენინგი გამოირჩა. მან 31:09 წუთში  19 ქულა, 6 მოხსნა მოიპოვა.

ჯენინგის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 19 შეადგინა, რაც ორივე გუნდიდან საუკეთესო შედეგი იყო.

მეტ ჯენინგი მატჩის MVP გახდა.

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 33:52 წუთი გაატარა.  ქართველ კალათბურთელს ამჯერად ჩვეულად თამაში არ წაუვიდა და მხოლოდ 8 ქულას დასჯერდა. შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 10 დაფიქსირდა.

“ბასკონიადან” 12 ქულა იტალიელმა ლუკა ვილდოზამ დააგროვა.

დანიელმა  შავონ შიელდსმა თავი 11 ქულას მოუყარა.

კატალონიური გუნდიდან ფრანგი კალათბურთელები კევინ სერაპინი და ტომას ჰეურტელი გამოირჩნენ. მათ შესაბამისად 14 და 12 ქულები მიითვალეს.

სლოვენიელმა კევინ პანგოსმა “ბარსელონას” 16 შესძინა. 10 ქულა კი ამერიკელმა კრის სინგლეტონმა ჩააგდო.

“ბასკონიას” ამ კარცხის შემდეგ ევროლიგაში 6 მოგება და 8 წაგება გააჩნია. ვიტორიული კლუბი სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილს იკავებს.

“ბარსელონა” კი 7 მოგებითა და 7 მარცხით მე-7 ადგილზე იმყოფება.

თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის გუნდი ევროლიგის ეგიდით მორიგ შეხვედრას 27 დეკემბერს, რუსეთში “ხიმკისთან” ჩაატარებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი