მთავარი მთავარი ქართველმა მოცურავეებმა საერთაშორისო ტურნირზე 24 მედალი მოიპოვეს

ქართველმა მოცურავეებმა საერთაშორისო ტურნირზე 24 მედალი მოიპოვეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
46 ნახვა

სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოცურავეებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს და ჩემპიონატზე 24 მედალი დაისაკუთრეს.  ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მოცურავეთა კლუბი ავრცელებს.

ტურნირზე ყველაზე დიდ წარმატებას   თემურ კობახიძემ მიაღწია. მან ჯამში 4 მედალი აიღო.  ქართველმა მოცურავეს 3 ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

საკუთარი კოლექცია 3 ოქროს მედალით ნოე ფანცხავამ შეავსო.

სულ კი საქართველოს დელეგაციამ 10 ოქროს, 8 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა.

გაგაცნობთ ჩემპიონ-პრიზიორებს:

თეიმურაზ კობახიძე – 3 ოქრო, 1 ვერცხლი
ნოე ფანცხავა – 3 ოქრო
ლუკა კუხალაშვილი – 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო
აკაკი ვაშაკიძე – 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო
რუსუდან გოგინაშვილი – 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო
ზაური კოპალეიშვილი – 1 ოქრო, 1 ვერცხლი
ნიკოლაი ბერიანიძე – 1 ვერცხლი
ლუკა ერაძე – 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო
ალექსანდრე ლომიძე – 1 ვერცხლი

ტურნირში საქართველოს გარდა სლოვაკეთის, ჩეხეთის, უკრაინისა და პოლონეთის 21 კლუბი მონაწილეობდა. გამარჯვებულთა დაჯილდოება 4 სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით მოხდა.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი