მთავარი მთავარი “თოვლის ბაშო” – ხარაგაულში სუმოს სამოყვარულო ტურნირი ჩატარდება

“თოვლის ბაშო” – ხარაგაულში სუმოს სამოყვარულო ტურნირი ჩატარდება

ავტორი კახა მიხანაშვილი
28 ნახვა

29 დეკემბერს,  სუმოს რიგით მეორე სამოყვარულო ტურნირი “თოვლის ბაშო” ჩატარდება.  სუმოს სამოყვარულო ჩემპიონატის ჩატარების იდეი ავტორი ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირი გახვლავთ.

სუმოს ტურნირი იმერეთის ქალაქ ხარაგაულში გაიმართება.  „თოვლის ბაშოს“  გათამაშებას მხარს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია უჭერს.

“თოვლის ბაშოზე” მებრძოლები ერთმანეთს ოლიმპიური სისტემით შეერკინებიან.  მოგებული შემდეგ ეტაპზე გავა, ხოლო წაგებული ჩემპიონატს გამოეთიშება.  ბრძოლები ღია ცის ქვეშ ჩატარდება.

ტურნირზე ჩემპიონ-პრიზიორებს ფულადი პროზები გადაეცემათ.

ბაშოს გამარჯვებული 1050 ლარს მიიღებს.  მე-2 ადგილზე გასულ მებრძოლს 550 ლარი გადაეცემა.   1/2 ფინალებში წაგებული სუმოისტები 100-100 ლარით დაკმაყოფილდებიან.

“თოვლის ბაშოს” ტურნირზე დარეგისტრირება 18 წლის ასაკის ზევით მყოფ ნებისმიერ მსურველს შეუძლია. რეგისტრაცია 27 დეკემბერს, დაიწყება.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი