მთავარი მთავარი განახლებული ბანძუკე – ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოს ისევ ოძეკის რანგში ხვდება, გაგამარუმ სეკიტორის სტატუსი დაიბრუნა

განახლებული ბანძუკე – ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოს ისევ ოძეკის რანგში ხვდება, გაგამარუმ სეკიტორის სტატუსი დაიბრუნა

ავტორი კახა მიხანაშვილი
124 ნახვა

იაპონიის პროფესიონალური სუმოს ასოციაციამ განახლებული ბანძუკე ანუ რეიტინგი წარმოადგინა.  ამ რეიტინგის მიხედვით 70 რჩეული რიკიში წლის პირველ სუპერტურნირ ჰაცუ ბაშოს წარსდგება.

იანვარში გასამართ ბაშოზე ქართველი მებრძოლი ლევან გორგაძე ისევ დასავლეთის მე-2 ოძეკის რანგში იასპარეზებს.  ტოჩინოშინი ტურნირს ჩემპიონის რანგში ხვდება.  ქართველმა მებროლმა იმპერატორის თასი გასულ სეზონში სწორედ ჰაცუ ბაშოზე მოიპოვა.

რაც შეეხება გაგამარუს შიკონათი მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელს, მან ერთი ბაშოს გამოტოვების შემდეგ ელიტაში ადგილი სეკიტორის სტატუსი დაიბრუნა.  ქართველი ჰაცუ ბაშოზე ჯურიოს დივიზიონში აღმოსავლეთის მე-14 ნომერი იქნება.   გაგამარუ ჯურიოს ბოლო ადგილზე იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ  ჩვენს გოლიათს იანვრის  ბაშოზე მხოლოდ კაჩი-კოშის ანუ დადებითი ბალანსის დაფიქსირება ესაჭიროვება. 

განახლებულ ბანძუკეში ისევ სამ იოკოძუნა და სამ ოძეკია წარმოდგენილი.  თუმცა არ არის გამორიცხული დამდეგი ბაშო იაპონელი იოკოძუნა კისენოსატოსთვის ბოლო აღმოჩნდეს.  ამომავალი მზის ქვეყნის შვილს სუმოს მამებმა ტურნირზე ღირსეული გამოსვლა მოთხოვეს და ფაქტობრივად ბოლო გაფრთხილება მისცეს.

გასული ტურნირის მოქმედ ჩემპიონს  22 წლის იაპონელ ტაკაკეიშოს სეკივაკეს წოდების რანგში  დებიუტი ექნება.  აღნიშნული წოდება ასევე  34 წლის მონღოლმა ტამავაშიმ დაიბრუნა.

განახლებული ბანძუკე ასე გამოიყურება:
ქართული სუმოს ქომაგები-ს ფოტო.

ჰაცუ ბაშო ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანი”  სასახლეში,  სტარტს 13 იანვრიდან აიღებს. ტურნირი  ტრადიციულად 15 დღე გაგრძელდება.

წყარო: http://www.facebook.com/GeorgianSumo/  ქართული სუმოს ქომაგები.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი