მთავარი საქართველოლეგიონერები ბექა გორგაძისა და ლაშა ტაბიძის “ბორდომ” კაკოვინი-გოგიჩაშვილის “რასინგი” გაანადგურა

ბექა გორგაძისა და ლაშა ტაბიძის “ბორდომ” კაკოვინი-გოგიჩაშვილის “რასინგი” გაანადგურა

ავტორი კახა მიხანაშვილი
54 ნახვა

საფრანგეთის მე-13 ტურის მატჩში ბექა გორგაძისა და ლაშა ტაბიძის “ბორდომ” ვასილ კაკოვინისა და გურამ გოგიჩაშვილის პარიზის “რასინგ 92” 40-7 გაანადგურა.
დედაქალაქელებს შეხვედრის მე-10 წუთზე კვაჭი ვეინ ავეი მატჩის ბოლომდე გაუძევეს და ამ მატჩის საბოლოო შედეგიც  დიდწილად ამ ფაქტმა გადაწყვიტა.

გამარჯვებული გუნდიდან შეხვედრა სრულად ბექა გორგაძემ ჩაატარა.
ლაშა ტაბიძე კი ბრძოლაში 56-ე წუთზე ჩაერთო.

“რასინგის” სასტარტო 15-ეულში ამჯერად ვასილ კაკოვინი იყო. იგი გურამ გოგიჩაშვილმა 52-ე წუთზე შეცვალა.

“ბორდომ” წლევანდელი წელი 39 ქულით მე-4 პოზიციაზე დაასრულა.
“რასინგი” კი 36 ქულით მე-6 ადგილზე დამკვიდრდა.

მამუკა გორგოძის “ტულონი” გასვლაზე “ტულუზასთან” დიდი ანგარიშით 0-39 დამარცხდა.
ლეგენდარულმა ქართველმა მორაგბემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 60 წუთი დაჰყო.

“ტულონმა” 2018 წელი 45 ქულით მე-2 ადგილზე დაასრულა. მამუკა გორგოძის გუნდი დავით ზირაქაშვილის “კლერმონს” 3 ქულით ჩამორჩება.
ორივე ქართველი მორაგბის კლუბი წელს ჩემპიონობის მთავარი მაძიებელია.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი