მთავარი მსოფლიოინგლისი “მანჩესტერ სიტიმ” “როტერჰემს” ფეხბურთის თამაში ასწავლა – “ქალაქელები” ინგლისის თასის 1/16 ფინალში გავიდნენ

“მანჩესტერ სიტიმ” “როტერჰემს” ფეხბურთის თამაში ასწავლა – “ქალაქელები” ინგლისის თასის 1/16 ფინალში გავიდნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
61 ნახვა

ინგლისის თასის 1/32  ფინალში მანჩესტერში “ეტიჰად სტედიუმზე”  “სიტიმ” ჩემპიონშიპის ბინადარი “როტერჰემი” 7-0 გაანადგურა.

“ქალაქელებმა” მეტოქეს საქმე პირველ ტაიმშივე მოუმთავრეს.  მათ 45 წუთში სტუმართა კარში 3 გოლი გაიტანეს.

მე-12 წუთზე შეხვედრაში პირველი გოლი გავიდა.  ბელგიელი ნახევამცველის კევინ დე ბრუინის პასი რაჰემ სტერლინგმა საჯარიმოში მიიღო.  შემდეგ ერთი მცველი ჩამოიტოვა და ბურთი მეტოქის კარში ზუსტად გადაგზავნა.

43-ე წუთზე გერმანელი იაკი გუნდოგანის პასით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ფილიპ ფოდენმა ანგარიშის სხვაობა გააორმაგა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში “როტერჰემის” ცენტრალურმა მცველმა ნიგერიელმა სემი აჟაიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

ტაიმი “სიტიმ” 3-0 მოიგო.

მეორე ნახევარში სათამაშო სურათი არ შეცვლილა.  მანჩესტერულმა კლუბმა მეტოქის განადგურება განაგრძო და შედეგად კიდევ 4 გოლის გატანა მოახერხა.

52-ე წუთზე ბრაზილიელმა გაბრიელ ჟესუსმა იხეირა.  რაჰემ სტერლინგის გადაცემის შემდეგ ცარიელ კართან დარჩენილ  სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელს ბურთის მოწინააღმდეგის კარში შეგორება არ გასჭირვება 4-0.

73-ე წუთზე “სიტიმ” მე-5 გოლი გაიტანა.  გერმანელმა იკაი გუნდოგანმა საკუთარ აქტივში მე-2 საგოლე პასი მიითვალა.  მისი გადაცემით “როტერჰემის” კარი ალჟირელმა რიად მაჰრეზიმ აიღო 5-0.

78-ე წუთზე იკაი გუნდოგანმა საგოლე პასებში ერთგვარი ჰეთთრიკი შეასრულა. მისი კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი არგენტინელი ნიკოლას ოტამენდის თავურის შემდეგ მოწინააღმდეგის კარში აღმოჩნდა 6-0.

“როტერჰემის”  განადგურებას წერტილი გერმანელმა ლეროი სანემ დაუსვა.  მისი  შორეული მანძილიდან დარტყმისას სტუმართა სლოვაკი მეკარე მარეკ როდაკი ისევე უძლური აღმოჩნდა, როგორც წინა 6 შემთხვევაში.

ასე თუ ისეა “მანჩესტერ სიტიმ” 7-0 გაიმარჯვა და ინგლისის თასის 1/16 ფინალში გავიდა.

ინგლისის თასის დღევანდელი 1/32 ფინალები ასე დასრულდა:

“ფულემი” 1:2 “ოლდჰემი” 

“მილოული” 2:1 “ჰალი”

“პრესტონი” 1:3 “დონკასტერი”

“ქპრ”  2:1 “ლიდსი”

“შეფილდ იუნაიტედი” 0:1 “ბარნეტი”

“უოკინგი” 0:2 “უოტფორდი”

 

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი