მთავარი მსოფლიოესპანეთი ანდალუსიაში “სევილია” და მადრიდის “ატლეტიკო” დაზავდნენ

ანდალუსიაში “სევილია” და მადრიდის “ატლეტიკო” დაზავდნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
27 ნახვა

ესპანეთის პრიმერა დივიზონის მე-18 ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა ანდალუსიაში “სანჩეს პინსხუანის” სტადიონზე შედგა.

სატურნირო ცხრილში მეზობლად  მყოფმა  გუნდებმა “სევილიამ” მადრიდის “ატლეტიკომ” მატჩი ფრედ 1-1 დაასრულეს.

შეხვედრაში თავდაპირველად სევილიელები დაწინაურდნენ.  გოლი 37-ე წუთზე პორტუგალიელი დანიელ კარიკოს პასით ფრანგმა ვისამ ბენ იადერმა გაიტანა.

ტაიმის მიწურულს “ატლეტიკოს” ფრანგმა ფეხბურთელმა ანტუან გრიზმანმა მეტოქის კარი ჯარიმიდან შესანიშნავი დარტყმით აიღო.

მეორე ტაიმში გუნდების არაერთგზის მცდელობის მიუხედავად ანგარიში არ შეცვლილა.

ლა ლიგის სატურნირო ცხრილში  მადრიდის “ატლეტიკო” 35 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება და ლიდერ “ბარსელონას” 2 ქულით ჩამორჩება. “ბარსელონა”  მე-18 ტურის მატჩს გვიან ღამით გასვლაზე “ხეტაფესთან” ჩაატარებს.

“სევილია” კი 33 ქულით ესპანეთის ჩემპიონატში მე-3 პოზიციას იკავებს.

“სევილია” 1:1 “ატლეტიკო”
37′ ბენ იადერი (1-0), 45+1′ გრიზმანი (1-1)

“ესპანიოლი” 1:0 “ლეგანესი”
9′ იგლესიასი

“ვალიადოლიდი” 0:1 “რაიო ვალეკანო”
1′ მედრანი

“ეიბარი” 0:0  “ვილიარეალი”

“ალავესი” 2:1 “ვალენსია”
14′ პარეხო (0-1), 21′ ბოსტონი (1-1), 45′ პინა (2-1)

“უესკა” 2:1 “ბეტისი”
55′ სანაბრია პენ. (0-1), 73′ ფერეირო (1-1), 79′ რივერა (2-1)

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი