მთავარი საქართველოლეგიონერები დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა” საფრანგეთის ტოპ 14-ში ლიდერობა დაიბრუნა

დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა” საფრანგეთის ტოპ 14-ში ლიდერობა დაიბრუნა

ავტორი კახა მიხანაშვილი
25 ნახვა

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატ ტოპ 14-ის მე-14 ტურის შემდეგ ლიდერობა დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა” დაიბრუნა.

“კლერმონმა” ტურის დასკვნით მატჩში შინ, “ლა როშელი” 44:19 დაამარცხა.

მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ქართველი ბურჯი დავით ზირაქაშვილი იყო. მან მატჩი სრულად ჩაატარა.

ქართველის გუნდმა მატჩში 5 ლელო დადო.  რითაც ბონუს-ქულა ირგუნა და აქტივში 5 ქულა ჩაიწერა.

“კლერმონმა” 52  ქულა მოაგროვა და უშუალო კონკურენტ “ტულუზას” 3 ქულით გაუსწრო.

დავით ზირაქაშვილის გუნდი  ტოპ 14-ში  მორიგ შეხვედრას 26 იანვარს, გასვლაზე “კასტრისთან” ჩაატარებს.  27 იანვარს, კი მისი კონკურენტი “ტულუზა” შინ, დუდუ ქუბრიაშვილისა და ბექა გიგაშვილის “გრენობლს” მიიღებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი