მთავარი მსოფლიოესპანეთი სენსაცია მადრიდში – “რეალმა” ბასკურ “სოსიედადთან” წააგო

სენსაცია მადრიდში – “რეალმა” ბასკურ “სოსიედადთან” წააგო

ავტორი კახა მიხანაშვილი
33 ნახვა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-18 ტურის მატჩში სენსაცია დაფიქსირდა.

მადრიდში “სანტიეგო ბერნაბეუს” სტადიონზე “რეალმა” ბასკურ სან-სებასტიანის”რეალ სოსიედადთან” 0:2 წააგო.

მატჩი “სამეფო კლუბისთვის” ძალიან ცუდად დაიწყო.  მე-3 წუთზე ბრაზილიელმა კასემირომ საჯარიმოში მიკელ მერინო წააქცია.  მსაჯმა კი 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა დანიშნა.

პენალტი ზუსტად ბრაზილიელმა ვილიან ჟოსე და სილვა გაიტანა.

61-ე წუთზე დედაქალაქელები კაცნაკლულნი დარჩნენ.  შეხვედრის არბიტრმა მოედნიდან უხეშობისთვის ლუკას ვასკესი გააძევა.

რიცხობრივი უპირატესობა ბასკებმა მშვენივრად გამოიყენეს.  83-ე წუთზე  “რეალ სოსიედადმა” მეორე გოლი გაიტანა.

ვილიან ჟოსეს საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს რუბენ პარდომ თავური დარტყმით ადგილი მეტოქის კარში მიუჩინა.

ამ მატჩში “რეალს” ტრავმის გამო უელსელი ფეხბურთელი გარეთ ბეილი აკლდა.

საბოლოოდ სან-სებასტიანის “სოსიედადმა” 2-0 მოიგო და 22 ქულით მე-11 ადგილზე დამკვიდრდა.

მადრიდის “რეალი” კი 30 ქულით მე-5 ადგილზე იმყოოფება.

მადრიდი, “სანტიეგო ბერნაბეუ”

მაყურებელი: 53 412

“რეალი” 0:2 “სოისედადი”
3′ ვილიან ჟოსე პენ. (0-1), 83′ პარდო (0-2)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი