მთავარი მსოფლიოევროლიგა ევროლიგაზე გოგა ბითაძის გუნდი “მაკაბისთან” დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

ევროლიგაზე გოგა ბითაძის გუნდი “მაკაბისთან” დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
35 ნახვა

საკალათბურთო ევროლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტი” ისრაელში თელ-ავივის “მაკაბთან”  დაძაბულ ბრძოლაში 76-81 დამარცხდა.

მატჩი ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. მისი ბედი მეოთხე მეოთხედში გადაწყდა.  ან არა და დიდი შესვენების წინ 37-34 მონტენეგროს გუნდმა მოიგო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი გოგა ბითაძე შეხვედრაში სადარიგო სკამიდან ჩაერთო და სულ 21:17 წუთი ითამაშა.  ამ დროის განმავლობაში ქართველმა კალალთბურთელმა 8 ქულა, 8 მოხსნა,  2 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.

ბითაძის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 15 შეადგინა.  იგი ამ მაჩვენებლით თავისი თანაგუნდელებიდან მხოლოდ 1 კალათბურთელს ჩამორჩა.

ორივე გუნდიდან ყველაზე მეტი 25 ქულა “ბუდუჩნოსტის” ამერიკელმა ლეგიონერმა ნორის კოულმა დააგროვა.   მისი სარგებლიანობის კოეფიციენტმა 27-ს უწია. იანკი მატჩი MVP გახდა. 

“მაკაბიდან”  საუკეთესო ამერიკელი სკოტი ვილბეკინი გახდა.  მან ებრაელურ  კლუბს 16 ქულა მოუტანა.  მეორე ამერიკელმა ტარიკ ბლეიკმა თავი 12 ქულას მოუყარა.

მონტენეგროს კლუბ “ბუდუჩნოსტს” ევროლიგის განვლილი 17 ტურის შემდეგ 3 მოგება და 14 მარცხი გააჩნია და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა მე-15 ადგილზე იმყოფება.

გოგა ბითაძის გუნდი მორიგ ევროლიგურ მატჩს 11 იანვარს, შინ, ღრმა აუტსაიდერ თურქულ “დარუშაფაკასთან” ჩაატარებს.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი