მთავარი მთავარი ნონო ანდღულაძე ჯიუ-ჯიცუში აბუ-დაბის გრან-სლემის გამარჯვებული გახდა

ნონო ანდღულაძე ჯიუ-ჯიცუში აბუ-დაბის გრან-სლემის გამარჯვებული გახდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
123 ნახვა

არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გამართულ გრან-სლემის გათამაშებაზე ვეტერანებს შორის  ჩემპიონის ტიტული ყოფილმა მორაგბემ ნონო ანდღულაძემ მოიპოვა.

94 კგ წონით კატეგორიის ქართველი მებრძოლი ვეტერანთა საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობას პირველად იღებდა.

ნონო ანდღულაძემ აბუ-დაბის ტურნირის 1/2 ფინალში  საუდის არაბეთის წარმომადგენელი რაშიდ ალმანსური დაამარცხა.  ფინალში კი კოლუმბიელ ალვარო აროკას სძლია.

ანდღულაძეს “ბორჯღალოსანთა” კვართით 11შეხვედრა აქვს ჩატარებული. მან სადებიუტო მატჩში ლელოც გაიტანა. მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, ის ქართული რაგბის სამსახურში დარჩა. იგი სოციალურ პროექტებს ხელმძღვანელობს და არაერთი საინტერესო პროექტის ინიციატორია.

ნონომ მორაგბის კარიერის დასრულების შემდეგ ვარჯიში არ შეწყვიტა და ჯიუ-ჯიცუში გადაინაცვლა.

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი