მთავარი მთავარი ნოვაკ ჯოკოვიჩი ,,დიდი მუზარადის” ტურნირის 1/16 ფინალში გავიდა

ნოვაკ ჯოკოვიჩი ,,დიდი მუზარადის” ტურნირის 1/16 ფინალში გავიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
43 ნახვა

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 1/16 ფინალში გავიდა.

,,დიდი მუზარადის” ტურნირი 1/32 ფინალში ჯოკოვიჩმა 3-სეტში 6-3, 7-5, 6-4  ფრანგ ჯო-ვილფრედ ცონგას სძლია.  ერთ დროს მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი ფრანგი ჩოგბურთელი ამჟამად ATP-ს რეიტინგში 177-ე ადგილზე იმყოფება.

ბალკანელი ჩოგბურთელისა და ცონგას დაპირისპირება ჯამში 2 საათი და 9 წუთი გაგრძელდა.

ნოვაკ ჯოკოვიჩის წინააღმდეგ  1/16 ფინალურ დაპირისპირებაში 19 წლის თინეიჯერი კანადელი ჩოგბურთელი დენის შაპოვალოვი წასდგება.

1/16 ფინალში ჩოგბურთელები ასე დაწყილდნენ:

ნიკოლოზ ბასილაშვილი (საქართველო)  :  სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი)
ტეილორ ჰარი ფრიცი (აშშ) : როჯერ ფედერერი (შვეიცარია)
ნოვაკ ჯოკოვოჩი (სერბეთი) : დენის შაპოვალოვი (კანადა)
დევიდ გოფინი (ბელგია) : დანილ მედვედევი (რუსეთი)
ფაბიო ფონინი (იტალია) : პაბლო კარენო-ბუსტა (ესპანეთი)
ჟოაო სოუზა (პორტუგალია) : კეი ნიშიკორი (იაპონია)
ალექსანდრ ზვერევი (გერმანია) : ალექს ბოლტი (ავსტრალია)
პიერ-ჰუგეს ჰერბერტი (საფრანგეთი) : მილოშ რაონიჩი (კანადა)
ბორნა ჩორიჩი (ხორვატია) : ფილიპ კრაჟინოვიჩი (სერბეთი)
ლუკას პოული (საფრანგეთი) : ალექსეი პოპურინი (ავსტრალია)
მარინ ჩილიჩი (ხორვატია) : ფერნანდო ვერდასკო (ესპანეთი)
რობერტო ბაუტისტა-აგუტი (ესპანეთი) : კარენ ხაჩანოვი (რუსეთი)
ფრენსის ტიაფოე (აშშ) : ანდრეას სეპი (იტალია)
გრეგორი დიმიტროვი (ბულგარეთი) : ტომას ფაბიანო (იტალია)
თომას ბერდიხი (ჩეხეთი) : დიეგო შვარცმენი (არგენტინა)
ალექს დე მინაური (ავსტრალია) : რაფაელ ნადალი (ესპანეთი)

1/16 ფინალური ორთაბრძოლები 18 იანვარს, შედგება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი