მთავარი მთავარი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას დაემშვიდობა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას დაემშვიდობა

ავტორი კახა მიხანაშვილი
56 ნახვა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი  ავსტრალიის ღია პირველობას 1/16 ფინალურ სტადიაზე დაემშვიდობა.

,,დიდი მუზარადის” ტურნირის 1/8 ფინალური საგზურის მოსაპოვებლად ერთმანეთს ბასილაშვილი და ATP-ს რეიტინგის მე-15 ჩოგანი ბერძენი სტეფანოს ციციპასი დაუპირისპირდნენ.

ქართველისა და ელადელის ორთაბრძოლა 2 საათი და 57 წუთი გაგრძელდა.

4-სეტიანი ორთაბრძოლა ბასილაშვილმა 3-6, 6-3,  6-7, 4-6 დათმო.

სტეფანოს ციციპასი ავსტრალიის ღია პირველობის 1/8 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ლეგენდარული 37 წლის შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი იქნება.

ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელმა 1/16 ფინალში ამერიკელი ტეილორ ჰარი ფრიცი 3-სეტში 6-2, 7-5, 6-2 დაამარცხა.

როჯერ ფედერერისა და იანკი ჩოგბურთელი ბრძოლა სულ რაღაც საათნახევარი მიმდინარეობდა.

სტეფანოს ციციპასისა და ლეგენდარული ფედერერის ბრძოლა 20 იანვარს, შედგება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი