მთავარი მთავარი რაფაელ ნადალი სტეფანოს ციციპასის წინააღმდეგ – ავსტრალიის ღია პირველობაზე 1/2 ფინალური წყვილი გაირკვა

რაფაელ ნადალი სტეფანოს ციციპასის წინააღმდეგ – ავსტრალიის ღია პირველობაზე 1/2 ფინალური წყვილი გაირკვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
45 ნახვა

2019 წლის პირველ ,,დიდი მუზარადის” საჩოგბურთო ტურნირზე 1/2 ფინალური წყვილი გაირკვა.

ავსტრალიის ღია პირველობის საუკეთესო ოთხეულში ბერძენი სტეფანოს ციციპასი და ესპანელი რაფაელ ნადალი გავიდნენ.

ATP-ს რეიტინგის მე-2 ჩოგანმა ამერიკელი ფრენკ ტიაფოე მოლოდინისამებრ იოლად 3-სეტში 6-3, 6-4, 6-2 დაამარცხა.
ნადალი 1/2 ფინალში გავიდა, სადაც ბერძენ სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდება.

ელადელმა ჩოგბურთელმა 1/4 ფინალური ორთაბრძოლა ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტთან მოიგო.
შეხვედრა რომელიც 3 საათი და 19 წუთი მიმდინარეობდა 4-სეტს გაგრძელდა და საბოლოოდ ციციპასის გამარჯვებით 7-5, 4-6, 6-4, 7-6 დასრულდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სტეფანოს ციციპასმა ნიკოლოზ ბასილაშვილთან გამარჯვების შემდეგ ტურნირიდან ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი გამოთიშა.

რაფაელ ნადალისა და ბერძენი სპორტსმენის 1/2 ფინალური ბრძოლა 24 იანვარს, შედგება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი