მთავარი მთავარი ამომავალი მზის ქვეყნის შვილი ნაომი ოსაკა ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალში გავიდა

ამომავალი მზის ქვეყნის შვილი ნაომი ოსაკა ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალში გავიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
24 ნახვა

ავსტრალიის ქალაქ მელბურნის კორტებზე მიმდინარე ,,დიდი მუზარადის” პრესტიჟულ საჩოგბურთო ტურნირზე კიდევ ერთი 1/2 ფინალისტი გამოვლინდა.

1/4 ფინალურ დაპირისპირებაში WTA-ს რეიტინგის მე-4 ჩოგანმა იაპონელმა ნაომი ოსაკამ ამავე რეიტინგის მე-7 საფეხურზე მყოფი უკრაინელი ელინა სვიტოლინა დაამარცხა.

დაძაბული ორთაბრძოლა არ შედგა.
ამომავალი მზის ქვეყნის წარმომადგენელმა უკრაინელს ლამაზმანს იოლად 1 საათსა და 10 წუთში სძლია.
ნაომი ოსაკამ სვიტოლინას 2-სეტში 6-4, 6-1 მოუგო.

ოსაკა  ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალში კარიერაში პირველად გავიდა. ,,დიდი მუზარადის” ტურნირის ჩემპიონი კი გასულ 2018 წელს გახდა.  აზიელმა ამერიკის ღია პირველობა მოიგო.

ნაომი ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელის სერენა უილიამსისა და ჩეხი კაროლინა პლიშკოვას დაპირისპირებას დაელოდება. სწორედ ამ შეხვედრაში გაირკვევა თუ ვინ იქნება იაპონელის მოწინააღმდეგე ,,დიდი მუზარადის” ტურნირის 1/2 ფინალში.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი