მთავარი საქართველოლეგიონერები ქართველი ლეგიონერების ამბები საფრანგეთის პრო დ2-დან

ქართველი ლეგიონერების ამბები საფრანგეთის პრო დ2-დან

ავტორი კახა მიხანაშვილი
30 ნახვა

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პრო დ2-ის მე-19 ტურის 7 მატჩიდან 4 მათგანში მონაწილეობა იმ გუნდებმა მიიღეს, სადაც ქართველი მორაგბეები გამოდიან.

“ნევერსმა” “მასის” გასვლაზე 30:6 სძლია და ჩემპიონატს სათავეში  ჩაუდგა. ამ კლუბის ღირსებას გურამ პაპიძე იცავს.

პაპიძე “ნევერსის” მარქაფაში იყო და მოედანზე 56-ე წუთზე გამოჩნდა.

გურამ პაპიძის გუნდს ჩემპიონატში 60 ქულა აქვს და უშუალო კონკურენტებს 4 ქულით უსწრებს.

“ბეზიემ” “ბრივს” უმასპინძლა და 29-20 მოუგო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ჰავბეკმა ვასილ ლობჟანიძემ თამაში სტუმართა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. იგი 78-ე წუთზე შეცვალეს. ამ მატჩს  ქართველის გარეშე არც ლობჟანიძის გასვლის შემდეგ ჩაუვლია.

“ბრივის” მწვრთნელებმა  73-ე წუთზე საქმეში ლუკა გოგინავა ჩართეს

ამ მარცხის შემდეგ ვასილ ლობჟანიძისა და ლუკა გოგინავას გუნდმა 7 ქულით წაგების გამო ერთი ბონუს-ქულა გამოიმუშავა.

ამჟამად “ბრივს” 52 ქულა გააჩნია და პრო დ2-ის სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს.

ბონუს-ქულას დასჯერდა “ბიარიციც”, რომლის ღირსებასაც ქართველი ვახტანგ ახობაძე იცავს

ახობაძე მატჩის დასაწყისში გუნდის მარქაფაში იყო.  ქართველი მორაგბემ მთელი მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა.

“ბიარიცმა” გასვლაზე “ბურგ დე ბრესესთან” 27-29 წააგო.

ვახტანგ ახობაძის კლუბი 43 ქულით მე-7 საფეხზე იმყოფება.

ქართველო მოტაგბეებით დახუნხლულმა “ორიაკმა” “კოლომიერსი” 23-18 დაამარცხა.

გამარჯვებული გუნდის ძირითად 15-ეულში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე და ბექა საღინაძე იყვნენ.

“ბუკამ” 53-ე წუთამდე იბრძოლა, ხოლო საღინაძე კი 61-ე წუთზე შეცვალეს.

მეორე ტაიმის სტარტზე ქართველებს ვანო კარკაძე შეუერთდა.

“ოროაკის” სამატჩო განაცხადში ყოფნის მიუხედავად გიორგი ჯავახიას მოედანზე გამოსვლის შანსი მწვრთნელებმა არ მისცეს.

ქართველების გუნდის საქმე არც თუ ისე სახარბიელოა. “ორიაკს” განვლილი 19 ტურის შემდეგ 38 ქულა აქვს და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 პოზიციაზეა დამკვიდრებული.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი