მთავარი მთავარი 34 წლის ასაკში სეკივაკე ტამავაშიმ კარიერაში პირველი იმპერატორის თასი მოიპოვა

34 წლის ასაკში სეკივაკე ტამავაშიმ კარიერაში პირველი იმპერატორის თასი მოიპოვა

ავტორი კახა მიხანაშვილი

სუმოს სამშობლო იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს ,,რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში მიმდინარე 2019  წლის პირველი სუპერტურნირი ჰაცუ ბაშო დასრულდა.

ბაშოს იუშო და იმპერატორის თასი მონღოლმა სეკივაკე ტამავაშიმ მოიპოვა.   34 წლის რიკიშმა სენშურაკუზე ანუ ბაშოს ბოლო დღეს მე-9 მაეგაშირა ენდო ცუკიოტოშის ილეთით დაამარცხა.

ტამავაში იანვრის ბაშო 13 მოგებითა  და 2 მარცხით დაასრულა და კარიერაში პირველად ჩემპიონის ტიტული იზეიმა.  მომავალ ბაშოზე მონღოლი რიკიში წოდებას მოიმატებს და ნაცვლად სეკივაკეს წოდებისა ტურნირზე ოძეკის სტატუსით გამოვა.

ჰაცუ ბაშოზე ვიცე ჩემპიონი იაპონელი სეკივაკე ტაკაკეიშო გახდა.  მან ბაშოს ბოლო ბრძოლაში ოძეკი გოეიდოსთან ოშიდაშის ილეთით წააგო.   ტაკაკეიშოსა და გოიედოს დაპირისპირებამდე ჩემპიონის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო და იაპონელი რიკიშმა უკვე იცოდა, რომ იუშოს ვერ შეწვდებოდა.

საბოლოდ სეკივაკე ტაკაკეიშომ იანვრის ბაშო 11 მოგებით და 4 მარცხით დაასრულა და ოძეკობის კანდიდატიც გახლავთ.

ჰაცუ ბაშოზე 10-5 ბალანსით ბრძოლები მე-8 მაეგაშირა კაისეიმ, მე-10 მაეგაშირა აბიმ და მე-9 მაეგაშირა ენდომ დაასრულეს.

ტამავაშის ნამდვილი სახელი და გვარი მუნხ-ორგილ ბატჯარგალი გახლავთ.  იგი 1984 წლის 16 ნოემბერს მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში დაიბადა.

სუმოს პროფესიოული კარიერა 2004 წელს დაიწყო.  იგი კატაონამის კლუბის სახელით გამოდის.  ტამავაშიმ ამჟამინდელი სეკივაკეს  წოდება 2017 წლის 27 იანვარს მოიპოვა.

მონღოლმა რიკიშმა 2009 წელს სექტემბრის აკი ბაშოზე ჯურიოს დივიზიონში იუშო მოიპოვა.  რანგით მაღალ მაკუუჩი დივიზიონში კი მას წლევანდელ ჰაცუ ბაშომდე ყველაზე მეტი 11 მოგება 2017 წლის კიუშუ ბაშოზე ჰქონდა.

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი