მთავარი მთავარი ნიკოლოზ შერაზადაშვილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ტურიზმის საპატიო ელჩის სიგელი გადასცა

ნიკოლოზ შერაზადაშვილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ტურიზმის საპატიო ელჩის სიგელი გადასცა

ავტორი კახა მიხანაშვილი
738 ნახვა
წარმოშობით ქართველ ძიუდოისტს, ამჟამად ესპანეთის სახელით მოასპარეზე,   მსოფლიოს ჩემპიონ  ნიკოლოზ შერაზადაშვილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ტურიზმის საპატიო ელჩის სიგელი გადასცა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა შერაზადაშვილის გამორჩეულ როლს ესპანეთში საქართველოს გაცნობის ამაღლების საქმეში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა ქართველ დიასპორის წარმოამადგენლებთან  ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს შენობაში გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში დავით ზალკალიანმა დიასპორის წარმომადგენლებს  ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების შესახებ მიაწოდა,  მან ასევე საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარმატებაზე ისაუბრა.
22 წლის ნიკოლოზ შერაზადაშვილისთვის გასული 2018 წელი წარმატებული აღმოჩნდა.  მან აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში კუბელი ივან ფელიპე სილვა დაამარცხდა და პლანეტის უძლიერესი ძიუდოისტისთვის განკუთნილ ოქროს მედალს დაეუფლა.
შერაზადაშვილმა ამავე წელს  ისრაელში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი